#იზრუნე - "ჩართე"

12/27/2021
Tegeta • თეგეტა-ის მიერ

დღეს ინტერნეტი მოსწავლეებისთვის ცოდნის მიღების, სოციალიზაციისა თუ სრულყოფილი ცხოვრების უმთავრესი და ხშირად, ერთადერთი წყაროა.

სამწუხაროდ, დღეს საქართველოში 78,000 მოსწავლეს ინტერნეტი და კომპიუტერი არ აქვს. სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად შეიქმნა \"ჩართეს\" საქველმოქმედო პლატფორმა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს აძლევს საშუალებას, სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს ინტერნეტი ან კომპიუტერი დაუფინანსოს.

თეგეტა „ჩართეს“ მხარდამჭერია და ახალგაზრდების უკეთეს მომავალზე ზრუნავს. გაიგე მეტი პროექტის შესახებ და #იზრუნე სოციალურად დაუცველ მოსწავლეებზე - www.tegeta.care