პარლამენტის თავმჯდომარე თვითიზოლაციაშია

30.08.2020 00:43

პარლამენტის თავმჯდომარე თვითიზოლაციაში იმყოფება - ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ არჩილ თალაკვაძის პირადი დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. „პისიარ“ ტესტირება უკვე ჩაუტარდათ პარლამენტის თავმჯდომარის ოჯახის წევრებსაც, პასუხები უარყოფითია. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. „ქართულ ოცნებაში“ ასევე ადასტურებენ, რომ კორონავირუსით არის ინფიცირებული ცენტრალური ოფისის ერთ-ერთი თანამშრომელი. ინფექციის დადასტურების შემდეგ, იზოლაციაში გადავიდნენ ის პირები, რომლებსაც ინფიცირებულ თანამშრომელთან კონტაქტი ჰქონდათ. გარდა ამისა, უკვე მიმდინარეობს ოფისში დასაქმებული პირების ტესტირება და ამ დროისთვის ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: