„ეს ჩვენი ბრძოლის ველია, გამოსავალი გაქცევაში არ არის“ - მარტოკაცი ჭიმღიდან

https://mtisambebi.ge/ „აქ უნდა გავძლოთ როგორმე, სადაც ვდგავართ, არ უნდა მივატოვოთ. ამათ გული ვერ უნდა გაგვიტეხონ. იქნებ, ამათი სურვილიც ის არის, რომ დაიცალოს და მორჩა, ნაკლები პრობლემები ჰქონდეთ, გაგვაქციონ, მაგრამ ეს ჩვენი ბრძოლის ველია! ვინმემ ხომ უნდა ვიცხოვროთ არა, რომ ქართულად ვილაპარაკოთ? აქ თუ რუსი ჩანთას დადებს, ჩვენ ვერ გავაგდებთ, წამოვა და საზღვარი ბარისახოში იქნება. მე მთიან რეგიონებს, ყველას მოვუწოდებ, როგორმე გავძლოთ, გამოსავალი გაქცევაში არ არის. აქ უნდა გაძლება და ბრძოლა“ – ჭიმღაში, რუსეთ-საქართველოს საზღვართან, მუდმივად ერთადერთი ადამიანი, 66 წლის გიგლა ოჩიაური ცხოვრობს. არხოტის ხეობის ეს სოფელი, „ქართული ოცნების“ დაპირებიდან 7 წლის შემდეგ, ისევ უგზოდაა. 10 თვეა, ჭიმაში მარტოკაში უშუქოდ არის დარჩენილი, არადა 2021 წელს, არხოტის 3 სოფელში (სულ 13 ადამიანი) გადამცემი ხაზების მისაყვანად 3 302 000 ლარი დაიხარჯა.

მსგავსი ვიდეოები