ხანძარი ყვარელში, ჩაგურგურას ხეობაში

ხანძარია ყვარელში, ჩაგურგურას ხეობაში. ადგილზე უკვე მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, თუმცა ქრობით სამუშაოებს ქარი და რთული რელიეფი აფერხებს. ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ტყეში სამი ჰექტრის ტერიტორიაზეა გავრცელებული. ხანძარი ტყეში, სავარაუდოდ, ორი დღის წინ გაჩნდა და ძლიერი ქარის შედეგად დანარჩენ ტერიტორიაზე გავრცელდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები