ქეთევან ჯერვალიძე Ketevan Jervalidze
ანა სულხანიშვილის
ლექსზე „ფიქრები საშობაო მარხვის ჟამს“.
(ორიოდე სიტყვა ავტორის შესახებ)
ქეთევან ჯერვალიძე ქალბატონ ლალი ბურდულს!
ბატონებო, ანა სულხანიშვილი ჩემი, ქეთევან ჯერვალიძის, ნამოწაფარია. ეს სახელი და გვარი არაფრის მთქმელია ქართველი მკითხველისათვის, მიუხედავად იმისა, რომ მისი ლექსები გამოქვეყნდა, სხვათა შორის, ძალიან პრესტიჟულ პერიოდიკაში... და რამდენი ქვეყნდება?
როგორია მისი ლექსები?
შემფასებლად ვერ გამოვდგები, კარგია თუ ცუდი, ნებსით თუ უნებლიედ მათი შთამაგონებელი მაინც მე ვარ, თითქმის ყოველი მათგანი ჩემს ხილვებზეა აგებული, ჩემგან ნასწავლით და ჩემს ნაცვლად დაწერილი.
ერთხელ მკითხა, ამ ყველაფერს რატომ ლექსებად არ წერთო? მე მივუგე, ღმერთმა ჩემთვის პოეზიის შექმნის ნიჭი არ გაიმეტა-მეთქი.
მაგას რა უნდაო?..
მოკლედ, თანაავტორი გამოვდივარ, თუკი პოეზიაში ასეთი რამ შესაძლებელია...
თუ არ ვცდები, ანა პირველია, ვინც ხილვათა, ანუ მიღმურ შეხვედრათა სიტყვიერი ქსოვილით შემოსვა დაიწყო. ამ ხილვების გადმოსაცემად კი ის ბევრ ისეთ სიტყვას მოიხმობს და ასულიერებს, რაც ჩვენდა საუბედუროდ, დღეს მხოლოდ ისტორიის ცხრაკლიტულის კუთვნილება გვგონია. რაც მთავარია, ეს გასულიერება არ არის ხელოვნური.
ხან ისიც კი მგონია,
რომ ამ სათქმელის, ამ ვეებერთელა, ყოვლისმშთანთქმელი ტკივილის -
როცა გული დნება და ადგილი აღარ რჩება პეიზაჟისა თუ ჩიტების ჟღურტულის მშვენიერებისათვის,
როცა დიად აზრებთან მრავალჯერადი მიახლება და ბავშვობაში მრავალგზისი შენაკადება ცხოველმყოფელ ძალას კარგავს და მხოლოდ ინერციას ჰყოფნის,
როცა თქმული უთქმელის მხოლოდ შიფრი და კოდია - სხვაგვარი სიტყვიერი ქსოვილით გადმოცემა შეუძლებელიც კია.
თითქოს თვით სათქმელი გამოითხოვს წარსულიდან ობმოკიდებულ თუ ნავლწაყრილ სიტყვა-ნაღვერდალს.
ჩემი აზრით, ეს სიტყვა ანას პოეზიაში ნამდვილად სრულყოფილად ავლენს თავის ლოგოსურ ბუნებასა და დანიშნულებას, კოსმოსში გაღწევისა და მატერიალიზების უნარს.
ალბათ ეს არის ის, რაც მის პოეზიას ჰერმეტულობის საზღვრებში აქცევს...
თვით შემოთავაზებული ლექსი ანასი „ფიქრები საშობაო მარხვის ჟამს“ თითქოს ძალიან ნათელია, მარტივი, მაგრამ მასში უზარმაზარი ცოდნაა თავმოყრილი - საუკუნეები!
აქაა ანტიკური ფილოსოფია -
ჰერაკლიტე ეფესელი,
ირინეოს ლიონელი მეორე საუკუნის დიდი ქრისტაიანი მოღვაწე,
ფსალმუნი,
სახარება,
საბანისძეც და ჩვენი ყაზბეგიც.
ლექსს ეპიგრაფით იწყებს მეორე საუკუნის დიდი მოღვაწე ირინეოს ლიონიელი და ასრულებს მასთან ერთად ჩვენი ყაზბეგიც, რითაც ავტორი დასტურჰყოფს, რომ ქართული კლასიკური ლიტერატურა მსოფლიო კლასიკური ლიტერატურის ძალიან, ძალიან ღირსეული და საპატიო წევრია და ამავე დროს ჩვენი კლასიკა საერო ლიტურგიკაცაა ჩვენი,
ჩვენი საეკლესიო ლიტურგიკის შემწე და მეშველი...
ფიქრები საშობაო მარხვის ჟამს
გამოქვეყნებულია გაზეთ “კალმასობაში”
10 (92) 2005.
ღვთის გარდამოხდომა საწუთროში ეს “მკურნალობის
მეთოდია.. ძე ღვთისა ხდება ძე კაცისა, რათა ძე კაცისა
მიმადლებით ძე ღვთისად იქცეს” (წმინდა ირინეოს ლიონელი (II ს.)).
უცრემლო ცრემლით ნატირალები
და ამაღლება ზეცის კიდემდის!
ხან მძულვარების სურნელში წრთობა,
დაგემოვნებით ჩამობიმბვლა “წმიდა ლოცვანის”
გზა უფსკრულისკენ!
აღმოჩენილის აღმოჩენა ათასმეერთედ:
გზა ზევით და გზა ქვევით თურმე მართლაც
ყოფილა ტოლი, შენ კი – ლერწამი – ქართაგან
ძლიერთა მაშინდელივით მიმოირწევი მადლისა
და წარწყმედის თვალუწვდენელ უფსკრულთა შორის…
ღია იარა და ცრემლი, ცრემლი!
ვერაფერს შეცვლი,. ამაოდ იწვის
დრო ფიქრებში და ფიქრები დროში,
უნდა გაუძლო, ისწრაფე ბაგად, უსასოობის
განსაქარვებლად და დახსნად სოფლის
მღვიმეში შობად ჩამოსვეტდება
ნათელი უფლის!
კაცი ტანჯვისთვის გაჩენილა – იყუჩე, ბალღო! –
შენი არსიდან ამოძირკვე გვირილა შავი,
რად გავიწყდება? მართლა კი არა,
მხოლოდშობილის
მიმადლებით ხარ ოდენ ღმერთი,
მხოლოდშობილის
მიმადლებით ხარ ოდენ ღმერთი!
#ლალიბურდული
#LALIMBERTIstudio
#კითხულობსლალიბურდული
#ქეთევანჯერვალიძე
#ანასულხანიშვილი
#სადაჰყავსსაქართველოსქალიდასაკარგი