გასტრონომიული ტურები საქართველოში

რეგიონებში გასტრონომიულ ტურებს აგრძელებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გასტრონომიის ასოციაციასთან და გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციასთან ერთად. სამცხე-ჯავახეთის მხარეს გამოცდილი შეფ-მზარეულები ესტუმრნენ და ადგილობრივ კერძებსა და მათი მომზადების წესებს გაეცნენ, გასტრო-ტურის ფარგლებში შეფ-მზარეულებმა კერძები მასპინძლებთან ერთად მოამზადეს. ტურის ფარგლებში კულინარიული მასტერკლასები გაიმართა სოფელ ჭობარეთში. ტურის მონაწილეები ესტუმრნენ სოფელ უდეში დედათა მონასტერს, დაათვალიერეს ახალციხეში მდებარე რაბათის ციხე და მუზეუმი. კულინარიული ტურის ფარგლებში ასპინძაში მოეწყო ქვევრის ლუდის დეგუსტაცია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები