ამ დრომდე ვერ ხერხდება მეწყრული პროცესების შეჩერება შუახევში, შუბნის თემში. დილიდან გარესამყაროსაა მოწყვეტილი სოფელ კობალთაში მცხოვრები 20 ოჯახი. საცხოვრებელი სახლებიდან 30 მეტრში, დილით წუმპოს მთა ჩამოიშალა. მეწყერმა სკოლასთან მისასვლელი გზაც ჩაკეტა, რის გამოც სასწავლო პროცესი ჩაიშალა. კობალთაში მცხოვრებ 10-მდე ოჯახს წყალი არ მიეწოდება. ორი ოჯახი ტერიტორიიდან გაიყვანეს. შუახევის გამგებლის ინფორმაციით, აღნიშნულ ორ ოჯახს ეკომიგრანტებისთვის განკუთვნილი 25 000 ლარიანი დახმარებაც მიღებული აქვთ და საშიში ზონიდან ერთხელ უკვე გაასახლეს. როდის აღდგება სოფელ კობალთასთან დამაკავშირებელი გზა, შემთხვევის სირთულიდან გამომდინარე, ჯერჯერობით უცნობია. მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ უახლოეს დღეებში ალტერნატიული გზის მოწყობაზე უნდა იზრუნონ.
--
http://ajaratv.ge, [email protected], + 995 422 274370, + 995 422 274382
--
http://ajaratv.ge, [email protected], + 995 422 274370, + 995 422 274382