ვითარება ბავშვთა კლინიკებში

საქართველოშიც უკვე ფართოდ არის გავრცელებული კორონავირუსის „დელტა“ შტამი, რომელიც მსოფლიოში დომინანტი ხდება და ის განსაკუთრებულ გართულებებს ბავშვებში იწვევს. ამ დროისათვის ციციშვილის სახელობის კლინიკაში 90 მოზარდია მოთავსებული, მათგან 18 რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. გაუმჯობესდა იმ ბავშვის მდგომარეობა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე რთულ პაციენტად მიიჩნეოდა, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს. კლინიკაში აცხადებენ, რომ საავადმყოფოში თავისუფალი საწოლები აღარ აქვთ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები