ახალგაზრდების საარსებო საშუალებები - შექმენი და დასაქმდი
,,საორსა“ ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს მნიშვნელოვან სოციალურ საგანმანათლებლო პროექტს ,,ახალგაზრდების საარსებო საშუალებები - შექმენი და დასაქმდი", რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების კარიერული განვითარებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებას აჭარაში.
პროექტის ფარგლებში, 18-29 წლის ასაკის 23 ახალგაზრდას მიეცა შესაძლებლობა გაიაროს სპეციალიზებული სასწავლო პროგრამა, რომელიც მოიცავს სამი ძირითადი მოდულის თემებს: კარიერული განვითარება, დასაქმების უნარები, ფინანსური წიგნიერება და მეწარმეობა.
პროექტის მონაწილეებმა ინდივიდუალურად მიიღეს კარიერული კონსულტაციები და განახორციელეს მეწარმეობის კვირეული, რომლის ფარგლებშიც მათ მოინახულეს აჭარაში მოქმედი საწარმოები. აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვან შეღავათს წარმოადგენს როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე დამსაქმებლებისთვის, რადგან პროგრამაში მონაწილე პირებს აქვთ შესაძლებლობა გაიუმჯობესონ პროფესიული უნარები და მოიპოვონ სტაჟირებისა და მენტორინგის შესაძლებლობა სასურველ ორგანიზაციებში.
დასაქმების ფორუმი ქობულეთში
ქობულეთში, სასტუმრო ,,კასტელო მარეში“, გაიმართა დასაქმების ფორუმი, სადაც პროექტის შეჯამება და შედეგების გამოვლენა მოხდა. ფორუმზე მოწვეულნი იყვნენ პროექტის მონაწილეები, დამსაქმებლები, პარტნიორები და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები.
ფორუმის მიზანი იყო დასაქმების პროცესში პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მნიშვნელობის გაცნობა და რეკომენდაციების შეთავაზება. ღონისძიება ასევე მიზნად ისახავდა შრომის ბაზრის განვითარებაში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობას, ასევე სამუშაოს მაძიებელთა და დამსაქმებლებს შორის ეფექტური კოორდინაციის სტიმულირებას.
ფორუმის ფარგლებში გაიმართა სიმულაცია ,,ინტერვიუ დამსაქმებელთან“, რაც პროექტის მონაწილეებს დაეხმარა პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში. გარდა ამისა, წარმატებული მონაწილეები მიიღეს სერტიფიკატები, ხოლო ისინი, ვინც განსაკუთრებულად გამოიჩინეს თავი, გაივლიან სტაჟირებას და კარიერულ მენტორინგს წამყვან ორგანიზაციებში.
,,საორსა“ კვლავ აქტიურად აგრძელებს ახალგაზრდების მხარდაჭერას და მათთვის კარიერული შესაძლებლობების შექმნას, რაც უშუალოდ პოზიტიურ გავლენას ახდენს აჭარის და მთლიანად საქართველოს შრომის ბაზრის განვითარებაზე.
🔎 გვიპოვეთ სოციალურ ქსელებში 🔻
▪️ ინსტაგრამი: https://www.instagram.com/ajara_times/
▪️ იუთუბი: https://www.youtube.com/@TheAjaraTimes
▪️ ტიკტოკი: https://www.tiktok.com/@ajaratimes.ge
▪️ X: https://x.com/Ajaratimes
▪️ ტელეგრამი: https://t.me/ajaratimes_ge
▪️ ვოთსაპი: https://chat.whatsapp.com/HNZdijmvnp52XqvBCwE8xU
▪️ ჯგუფი: https://www.facebook.com/groups/ajaratimes.ge
▪️ ვებგვერდი: https://ajaratimes.ge/
მსგავსი ვიდეოები
სახელმწიფო პროგრამების შესახებ 6000-მდე დევნილმა ოჯახმა მიიღ...
Radio Atinati
პროფესიულ სასწავლებელში დევნილ სტუდენტებს მგზავრობის ფული აუ...
Radio Atinati
საინფორმაციო კამპანია დევნილთა დასახლებებში
Radio Atinati
ახალგაზრდების მარტო ცხოვრება, რა სირთულეებთანაა დაკავშრირებუ...
TV IMEDI
ახალგაზრდების ცხოვრება დიდაჭარის იალაღებზე
მაუწყებელი • Mautskebeli
თანამედროვე ტექნოლოგიები
Radio Atinati
დაფიქრებულხარ, რას გეტყოდნენ შენთვის საამაყო ადამიანები დღეს...
Zura Broladze
''ახალგაზრდების პოლიტიკური გრავიტაცია"- პროექტის დეტალებზე...
Ajara TV