ვლადიმერ ბერძენიშვილი - ვახტანგური

11/17/2021
Georgian Music-ის მიერ

ვლადიმერ ბერძენიშვილი - ლოტბარი, მომღერალი, გურული სიმღერების უბადლო შემსრულებელი, განუმეორებელი ბანი - დაიბადა 1885 წლის 10 ივნისს სოფელ გოგოლესუბანში (ჩოხატაურის რაიონი). სიმღერის ნიჭი მშობლებისგან დაჰყვა: მღეროდა მამა - ლაზარე ბერძენიშვილი, შესანიშნავად მღეროდნენ და ჩონგურზე უკრავდნენ ლადიმეს დედა - ატატო და ბიძა - ლევან დოლიძეები. თერთმეტშვილიან ოჯახში ლადიმემ სათანადო განათლება ვერ მიიღო, მაგრამ სიმღერის გამორჩეულმა სიყვარულმა თავისი თავი აპოვნინა. ჯერ კიდევ ბავშვობაში უსმენდა სამუელ ჩავლეიშვილის ჯგუფის ნამღერს და ასე ითვისებდა ურთულეს გურულ სიმღერებს. მალე თავისზე უფროს თანასოფლელებთან - ვახტანგ და ბარნაბა სიხარულიძეებთან ერთად ტრიო ჩამოაყალიბა და სამუელ ჩავლეიშვილის გუნდთან ერთად 1910 წელს პირველი კონცერტიც გამართა.
1913 წელს დაოჯახდა ნინა ჩხიკვაძეზე. 1917 წლიდან თბილისში ჩამოყალიბებულ სამუელ ჩავლეიშვილისა და ვარლამ სიმონიშვილის გურულ მომღერალთა გუნდის წევრია. მამის გარდაცვალების გამო, 1918 წელს, სოფელში დაბრუნდა, 1924 წელს კი კვლავ თბილისში დაბრუნდა და 1945 წლამდე აქ მოღვაწეობდა: 1924 წელს აყალიბებს რკინიგზის გურულ მომღერალთა გუნდს. 1930 წლიდან ძუკუ ლოლუას სახელობის დასავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიული გუნდის გურულ ფრთას ხელმძღვანელობს. 1935 წელს მომღერალთა მცირე ჯგუფი მისი ხელმძღვანელობით მიემგზავრება ლენინგრადში (სანკტ-პეტერბურგში) და ათზე მეტ გურულ სიმღერას იწერენ ფონოგრაფზე. ამავე გასტროლის დროს, მაქსიმ გორკის აგარაკზე, ისინი შეხვდნენ გამოჩენილ ფრანგ მწერალსა და მუსიკისმცოდნეს რომენ როლანს, რომელიც მოიხიბლა ქართული მრავალხმიანობით. 1937 წელს სახელმწიფო ანსამბლთან ერთად ლადიმე ბერძენიშვილი გაემგზავრა მოსკოვში ქართული კულტურისა და ხელოვნების დეკადის დღეებში მონაწილეობისთვის, სადაც სტალინთან ერთად იმღერა „ალიფაშა“ და „ხასანბეგურა“.
1945 წლიდან ბრუნდება ჩოხატაურში და ხელმძღვანელობს კულტურის სახლის მომღერალთა გუნდს.1951 წელს ვლადიმერ ბერძენიშვილს მიენიჭა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება. 1955 წელს ჩოხატაურში აღინიშნა ლადიმეს დაბადებისან 70 წლისთავი. 1962 წელს საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ხელმძღვანელმა ანზორ კავსაძემ ლადიმე ლოტბარ-კონსულტანტად მიიწვია.
ლადიმე ბერძენიშვილი გარდაიცვალა 1977 წელს. დაკრძალულია მშობლიურ სოფელ გოგოლესუბანში.


==============================================================================
სიმღერა,სიმღერები,მუსიკა,მელოდია,ხალხური,საქეიფო,Georgian music,Georgian folk,ქართული,ქართული სიმღერა,ქართული სიმღერები,ხალხური სიმღერა,ხალხური მელოდია,საქეიფო სიმღერა,საქეიფო სიმღერები,simgera,simgerebi,saqeipo,saqeifo,qartuli,qartuli simgera,qartuli simgerebi,saqeifo simgera,saqeifo simgerebi, ფოლკლორი, georgian,ვლადიმერ,ბერძენიშვილი,vladimer,berdzenishvili,berZeniSvili,
================================================================

#სიმღერა #მუსიკა #ქართული