0
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი გაასაჩივრებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოს ევროპულმა რეესტრმა მიიღო და რომელიც წევრობის შეჩერებას გულისხმობს. როგორც ცნობილია, ევროპული რეესტრის გადაწყვეტილება დაეფუძნა საერთაშორისო ექსპერტების შეფასებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 13 სტანდარტიდან 11 სრულად, ორი კი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ამ ორში იგულისხმება ცენტრის დამოუკიდებლობისა და აკრედიტაციის და ავტორიზაციის საქმიანობაში ხარვეზები. ცენტრის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, გაცვლით პროგრამებს, საერთაშორისო გრანტების მიღებასა და ქართული დიპლომების საერთაშორისოდ აღიარებას პრობლემა არ შეექმნება. გასაჩივრებისთვის ორკვირიანი ვადაა, ევროპული რეესტრის საბოლოო გადაწყვეტილება კი სამ თვეში გახდება ცნობილი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
მსგავსი ვიდეოები
ეკონომიკის სამინისტრო მონოპოლიას ახალისებს 27 11 17
Stop Corruption
როგორ ნახოთ უფასოდ ვინ გამოგიგზავნათ NGL შეტყობინებები |ნახე...
Solution Exclusive
"ხალხისადმი ასე მიმართვა არ შეიძლება" - ილიას ზუროსის მუშაობ...
ტვ პირველი • TV Pirveli
გაკვეთილი 33
Oleg Dangadze
საახალწლო
merry bendeliani
ინგლისური ენის შესწავლა ასევე
Georgian
როგორ ვცეკვავ მოგწონთ მაშინ ლაიქები მოაყარეთ
გიორგი გელაშვილი
ორგანიზებული და წახალისებული ძალადობა ოპოზიციაზე | ნუგზარ წი...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi