"მოამბე" 20 საათზე, 19 სექტემბერი, 2015

19.09.2015 01:00:12

• საქართველო - ტონგა 17:10 - "ბორჯღალოსნებმა" ზედიზედ მეოთხე მსოფლიო თასის გათამაშება გამარჯვებით დაიწყეს; • საქალაქოს შემდეგ სააპელაციო სასამართლო; • თბილისის ყოფილი მერის გამამტყუნებელი განაჩენი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ცარიელ დარბაზში წაიკითხა; • ევროსაბჭოს სახალხო პარტიის პრეზიდენტი უგულავას ხელახლა დაპატიმრებას ბარბაროსულ გადაწყვეტილებად აფასებს; • ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქციის დროს დაკავებული 2 პირი გათავისუფლებულია; • უბედური შემთხვევა წყნეთში - გასროლას 14 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა; • სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი 3 დღით ჩაიკეტა; • რა სტატუსით იმყოფება აფხაზური დელეგაცია საერთაშორისო გამოფენაზე იტალიაში? • ნატოს გენმდივანი საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ მინისტრს მასპინძლობისთვის მადლობას უხდის; • ავტობანის მშენებლობა და პროტესტი გურიაში - რეგიონის მცხოვრებლები ინფრასტრუქტურის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ; • ავტობანის მშენებლობა და სადაო ფასები მიწაზე - რას პასუხობს ლანხუთის რაიონის მცხოვრებთა ნაწილის ინფრასტრუქტურის მინისტრი; • საპროტესტო აქცია დიღმის მასივში - მოქალაქეები ე.წ. მწვანე სკოლის ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობის წინააღმდეგ; ~ • თუშეთთან დამაკავშირებელი გზა, სრულად სექტემბრის ბოლოს იქნება რეაბილიტირებული; • ომი სირიაში და კრემლის როლი კონფლიქტში - ასადი რუსეთიდან იარაღის მიღების ფაქტს არ მალავს; • ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის გუმბათის ჯვარს კათოლიკოს-პატრიარქი, ხვალ აკურთხებს; • მართლმადიდებელი ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ სასწაულის აღსრულების დღეს აღნიშნავს; • ნასტასია კინსკი ბათუმში; • საშემოდგომო საგამოფენო სეზონი ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში; • დღეიდან ერთი თვის მანძილზე, არტ-ვილა "გარიყულა" ქართველ და უცხოელ არტისტებს უმასპინძლებს.

გაზიარება: