http://radix.ge/gsacongress-2/
ბათუმი სტომატოლოგთა მეცხრე საერთაშორისო კონგრესს მასპინძლობს. კონფერენციაში 400-მდე სტომატოლოგია ჩართული. მოწვეულია პროფესორები 12 ქვეყნიდან, რომლებიც მასტერ კლასებს მოაწყობენ და ლექციებს წაიკითხავენ.
ნოვაციები ყბა-სახის აღდგენის ოპერაციებში, არასტანდარტული იმპლანტების გამოყენება - ეს ის საკითხებია, რომლებზეც შეხვედრაზე იმსჯელებენ. მედიკოსები დენტალურ და ბაზალურ იმპლანტაციაში დანერგილ სიახლეებსაც გაეცნობიან.
კონფერენციის მიზანი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის ახალი ტექნოლოგიებისა და სტომატოლოგიურ-ფარმაცევტული მასალების გაცნობა და უწყვეტ სამედიცინო განათლებაში სტომატოლოგთა ჩართვაა. კონგრესი საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით იმართება და სამ დღეს გაგრძელდება.