შემოდგომა მოსულიყო @qemoqavtari9287

06/24/2022
Qemo Qavtari-ის მიერ

#guitarmusic #singersongwriter #fingerstyleguitar #georgianmusic

'\"The fall had come... '' - this is how the song's title sounds in English.
The music and lyrics are written by Qemo Qavtari.
The performance belongs to Qemo Qavtari as well.

ტექსტის და მუსიკის ავტორი: ქემო ქავთარი
შემსრულებელი: ქემო ქავთარი


შემოდგომა მოსულიყო, სუსხიანი ქარი ქროდა,
ავად ვიყავ, უშენობა მტკიოდა და სულში თოვდა,
სიხარული გამქრალიყო, წამლად მხოლოდ ღვინო მქონდა,
არ მშველოდა, გაყინულ გულს ვერაფერი ვერ ათბობდა.

სევდიანი ღიღინით რომ მივყვებოდი გზას,
თამბაქოს კვამლში ვახვევდი ღვინონასვამ დარდს,
უსამართლო ბედისწერას ვარიდებდი თვალს,
მომავალშიც ვერ ვხედავდი ვეღარაფერს კარგს.

ღიღინ-ღიღინით მივუყვებოდი გზას
ჩემს უბედურ ბედს ვერ ვუსწორებდი თვალს.

დამსხვრეული ოცნებებით ყოფნას აზრი აღარ ქონდა,
არც მიჭირდა, არც მილხინდა, ხან მქონდა და ხან არ მქონდა...
დარდის გუდა გავსილიყო, მძიმე ტვირთად თან დამქონდა
ცივი ზამთრის მოლოდინში გული უკვე წასვლას მთხოვდა.

მაგრამ ალბათ შევებრალე ცაში მაღალ ღმერთს,
შენი სახით მომივლინა გაზაფხულის მზე,
გულში ისე ამიფეთქდი, გრძნობით ამავსე,
მოხვედი და გამინათე სულის კარიბჭე.

გულში მინთიხარ ვით გაზაფხულის მზე,
შენ გამინათე სულის კარიბჭე.

მერე მივხვდი, თურმე შენი გულიც მხოლოდ ჩემთვის ძგერდა,
ჩემთან ყოფნა მოგწონდა და სიხარულსაც განიჭებდა.
მაგ თვალების სხივი მათბობს, შენი კოცნა წამლად მექცა,
გულში იმედი გაღვივდა ცხოვრებას აზრი მიეცა.

შენს სიყვარულს მივეძალე, როგორც ძველ ღვინოს,
გადამრია, გულში ცეცხლი ისე შემინთო,
მაგ ბაგეებს დავეწაფე, როგორც ღვინის დოქს,
ტყუილია რომ ამბობენ დოქის ტუჩი სჯობს.

ვერ შეველევი, ვერა მაგ თვალებს
გულში მინთიხარ, ვით გაზაფხულის მზე.