1,4K

06/18/2024

► გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://www.youtube.com/c/TopFaqtebi?...
► ფეისბუქი:   / topfaqtebi  
► ინსტაგრამი:   / topfaqtebi  
► მაივიდეო: http://www.myvideo.ge/TopFaqtebi
----------
ვიდეოში გაგაცნობთ 10 მითს, რომელთა სიყალბეც უკვე დაამტკიცეს, მაგრამ ადამიანებს მათი ჯერ კიდევ სჯერათ.
10. ენის სხვადასხვა სექტორი სხვადასხვა გემოს აღიქვამს
ეს მითიც, ისევე როგორც სხვა მითები ჩვენ სიაში, სიმართლეს არ შეესაბამება. ენაზე არსებულ რეცეპტორებს ყველა გემოს აღქმა შეუძლიათ.
9. ღამურები ბრმები არიან
მართალია ღამურები გადაადგილებისას ექოლოკაციას იყენებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ბრმები არიან, სინამდვილეში ისინი ორივეს იყენებენ.
8. აქლემების კუზში წყალს ინახავენ
გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ აქლემის კუზში წყალი ინახება, მცდარია. მათ კუზში ცხიმია დაგროვებული, რომელსაც ცხოველები საკვების არარსებობის დროს იყენებენ. წყლის ნაკლებობას ისინი იმით ინაზღაურებენ, რომ ერთ ჯერზე 80 ლიტრამდე სითხის დალევა შეუძლიათ.
7. ძაღლები შავ-თეთრად ხედავენ
გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ ძაღლებს ფერების აღქმა არ შეუძლიათ, სიმართლეს არ შეესაბამება. ადამიანისგან განსხვავებით, მათ სამის ნაცვლად ორი ტიპის ფოტორეცეპტორები აქვთ და სამყაროს მოლურჯო მოყვითალო ფერებში აღიქვამენ, წითლისა და მწვანის გარეშე.
6. ნაპოლეონი ტანდაბალი იყო
საკმაოდ გავრცელებულია აზრი, რომ ნაპოლეონი დაბალი იყო. სინამდვილეში თავისი დროისთვის საკმაოდ მაღალ ადამიანად ითვლებოდა. მისი სიმაღლე 170 სანტიმეტრს აღწევდა, რაც საშუალო სიმაღლეზე რამდენიმე სანტიმეტრით მეტი იყო. მცდარი აზრის გავრცელება იმის წყალობით მოხდა, რომ ფრანგული და ინგლისური ფუტები ერთმანეთისგან განსხვავდება.
5. აინშტაინი ცუდად სწავლობდა
ალბერტ აინშტაინი, არათუ არ ჩაჭრილა, არამედ თითქმის ყველა საგანში გამუდმებით იღებდა ექვსიანებს, რაც იმ დროის შვეიცარული სკოლების შეფასების სისტემაში უმაღლეს ქულად ითვლებოდა.
4. ვაქცინაცია აუტიზმს იწვევს
კვლევა, რომლის მიხედვითაც აცრები აუტიზმს იწვევდა, 90-იანებში ჩატარდა და მას შემდეგ ის არაერთი კვლევით გაბათილდა. გარდა ამისა, ექიმს, ენდრიუ ვეიკფილდს, რომელმაც თავდაპირველი კვლევა ჩაატარა, საექიმო ლიცენზია ჩამოართვეს შედეგების გაყალბების გამო.
3. შაქარი ბავშვების ჰიპერაქტიურობას იწვევს
გავრცელებული აზრის თანახმად, შაქარი ბავშვებზე უარყოფითად მოქმედებს და მათ ჰიპერაქტიურობას იწვევს. ცოტა ხნის ჩაატარეს ცდა, რომლის ფარგლებშიც ბავშვებს უშაქრო ტკბილეული დაურიგეს, თუმცა მშობლებს უთხრეს, რომ კანფეტები შაქარს შეიცავდა. მშობლების განცხადებით, ბავშვებმა ცელქობა დაიწყეს. სავარაუდოდ, ბავშვებს უბრალოდ უხარიათ, როცა მათ კანფეტებს აძლევენ.
2. ადამიანი ტვინის მხოლოდ 10%-ს იყენებს
ეს მითი ათწლეულების განმავლობაში მიაჩნდათ რეალობად და უამრავი ნაწარმოები და ფილმია შექმნილი იმ ჰიპოთეტურ შემთხვევაზე, როდესაც ადამიანი საკუთარი ტვინის 100%-ით დამორჩილებას შეძლებდა. რეალურად ადამიანები ტვინის ასივე პროცენტს იყენებენ, უბრალოდ არა ერთდროულად.
1. დედამიწა რომ სამი მეტრით უფრო ახლოს ან შორს რომ იყოს მზესთან, პლანეტაზე სიცოცხლე არ იარსებებდა:
მართალია სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობების ჩამოყალიბებისთვის დედამიწა მზიდან გარკვეულ მანძილზე უნდა მდებარეობდეს, ეს ფანჯარა სამ მეტრზე ბევრად მეტია. დედამიწის ორბიტა ელიფსურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მანძილი დედამიწასა და მზეს შორის წლის განმავლობაში სამ მეტრზე ბევრად მეტად მერყეობს.
----------
ჩვენი ფლეილისტები:
ადამიანები:    • უჩვეულო ადამიანები  
ავტომობილები და ტრანსპორტი:    • ავტომობილები და ტრანსპორტი  
გეოგრაფია:    • გეოგრაფია  
თამაშები:    • თამაშები  
ისტორია:    • ისტორია  
სპორტი:    • სპორტი  
ფილმები და სერიალები:    • ფილმები და სერიალები  
ცხოველები:    • ცხოველები და მცენარეები