ზვიად ცეცხლაძის ადვოკატი სასამართლოზე ზვიადის სახლის ჩხრეკასთან დაკავშირებით

03.11.2025 06:46

- ახლა თქვენ, ფიცის ქვეშ, მეუბნებით იმას, რომ დავით ჭიკაიძე, ზვიად ცეცხლაძის ადვოკატი რომ გამოცხადდა მისი სცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, თქვენ ჩემი იქ მოსვლა და ის ფაქტი, რომ ადვოკატს შემოსვლა უნდოდა ჩხრეკაზე დასასწრებად, ეს ინფორმაცია ჩხრეკის დასრულებამდე არ გაგიგიათ? - არა. - მე გახლდით ბატონო კონსტანტინე და ერთი საათის განმავლობაში, 5 გრადუს ყინვაში ვიდექი კართან და მქონდა ეს „გარჩევები“, უნდა შემძლებოდა თუ არა, რომ შემოვსულიყავი და თქვენ კატეგორიული წინააღმდეგი იყავით. 👆 ზვიად ცეცხლაძის ადვოკატი სასამართლოზე შეეცადა მოწმე პოლიციელისგან მიეღო პასუხი, რატომ არ დაუშვეს ის ზვიადის სახლის ჩხრეკაზე. ⭕ დღეს სასამართლოში გამოიკითხა პოლიციელი, კონსტანტინე კერესელიძე, რომელმაც ზვიად ცეცხლაძის სახლის ჩხრეკის ოქმი შეადგინა. ზვიად ცეცხლაძეს ოქმზე ხელი პროტესტის ნიშნად მოწერილი არ აქვს. რადგან როგორც ამბობს, მისი მოთხოვნის მიუხედავად ჩხრეკას ადვოკატი არ დაასწრეს. არადა, პოლიციის მტკიცებით, ბრალდებულის სახლის ჩხრეკის დროს ამოიღეს ზეთისა და ბენზინის შემცველი რამდენიმე ქილა, ასევე მოლოტოვის კოქტეილი. ბრალდების მხარის ვერსიაა, რომ ზვიად ცეცხლაძეს ეს უნდა გამოეყენებინა პოლიციელებზე თავდასხმისთვის. თუმცა, დაცვის მხარე ამბობს, რომ ზვიად ცეცხლაძეს ეს ნივთები სახლში არ ჰქონია. ზვიად ცეცხლაძის თქმით, მას ეს ნივთები ჩაუდეს.

გაზიარება:
BacklinkLog