“გამწვანება აჭრელების ნაცვლად"

06.05.2019 01:19

“გამწვანება აჭრელების ნაცვლად” - ამ მესიჯით მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან იოსელიანმა დღეს უკვე მეორედ დარგო ნერგები საკუთარი შტაბის ხელმძღვანელთან ალექსანდრე ელისაშვილთან და მხარდამჭერებთან ერთად. იოსელიანმა ამჯერად 20 წიწოვანი ნერგი სოლოლაკში, სულხან საბას ქუჩაზე მდებარე სკვერში დარგო და განაცხადა, რომ მსგავს აქტივობებს მომავალშიც გააგრძელებს. მან უარი თქვა საარჩევნო კამპანიის პერიოდში საკუთარი გამოსახულებით სარეკლამო პლაკატების ბეჭდვასა და ქალაქში გაკვრაზე, რადგან იოსელიანის განცხადებით ამ ფორმით ქალაქის იერსახე კიდევ უფრო მახინჯდება და თანხით, რაც წინასაარჩევნო პლაკატების ბეჭდვაში უნდა დაეხრჯა,მოსახლეობის მიერ შერჩეულ ტერიტორიაზე მთაწმინდის რაიონში არსებულ სხვადასხვა უბანს ამწვანებს. Facebook: https://bit.ly/2IqEzpx Instagram: https://bre.is/px2j78UIi

გაზიარება: