600KG კობრის გაშვება - გათევზიანება N5!

კარპ ფიშინგის ფედერაციის ინიციატივით, ნადარბაზევის ადმინისტრაციისა და ჩვენი ერთგული მეგობრების დახმარებით, უკვე მეხუთედ შევძელით, ნადარბაზევის ტბაში გადაგვესახლებინა 600 კილომდე ძალიან დიდი ზომის კობრები! აღნიშნული გათევზიანების ფარგლებში, მოხერხდა 6 000 ლარამდე თანხის მობილიზება და შესაბამისად ნადარბაზევის ტბაზე ძალიან დიდი საალაფო კობრები გავუშვით! ყველას დიდ მადლობა ვუხდით, ვინც აღნიშნულ გათევზიანებაში მიიღო მონაწილეობა! ყველა მოყვარულ მეთევზეს კი მოგიწოდებთ, რომ დაჭერილი კობრი ისევ უვნებლად დაუბრუნოთ წყალსაცავს და ერთად გავუფრთხილდეთ ჩვენს ბუნებას! Facebook Page: www.facebook.com/carpfishing.ge/ WebSite: www.carpfishing.ge #თევზაობა #კობრი #საზანი #ამური #კარპფიშინგი #დიდი თევზი

მსგავსი ვიდეოები