აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მონაწილე ლიდერებმა პრესასთან ერთობლივი განცხადებები გააკეთეს


აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერთა სამიტის სამუშაო სესიის შემდეგ, მონაწილე ლიდერებმა პრესკონფერენცია გამართეს და განცხადებები გააკეთეს. სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება საქართველოსა და მოლდოვას ევროპულ პერსპექტივებზე გაამახვილა. მიხეილ სააკაშვილმა დადებითად შეაფასა მოლდოვას მთავრობის კურსი, რომელმაც ამ წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია შეძლო და ქვეყანა ევროპული გზით წაიყვანა. ქვეყნის პირველმა პირმა საქართველოში განხორციელებული რეფორმების თაობაზე ისაუბრა და იმ სირთულეებსაც შეეხო, რომლებიც ქვეყანაში ოქტომბრის არჩევნების შემდეგ წარმოიშვა.
მიხეილ სააკაშვილმა პარალელი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას პოლიტიკურ პროცესებს შორის გაავლო და ყურადღება იმ რისკებზეც გაამახვილა, რომლებიც ქვეყანას ევროპულ ფასეულობებისგან აშორებს. Visit Website: http://president.gov.ge
Visit Facebook: http://www.facebook.com/saakashvilimi...
Visit Twitter: http://www.twitter.com/SaakashviliM
----------------------------------------------------------------------------------------