ა(ა)იპ-ებს ხელფასების გაზრდა სურთ - ბიუჯეტის პროექტი საკრებულომ მერიას შენიშვნებით დაუბრუნა

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დასრულდა. წარმომადგენლობითმა ორგანომ, მთავარი ფინანსური დოკუმენტი მერიას გადაუგზავნა, რათა მასში დეპუტატების შენიშვნები და რეკომენდაციები ასახოს. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომას, სადაც პროექტი განიხილეს, წევრებთან ერთად, ა(ა)იპების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათი მთავარი პრიორიტეტი სახელფასო ფონდის გაზრდაა როგორც საბავშვო ბაღის, ისე მუსიკალური სკოლის მასწავლებლებისთვის. გელა ნოზაძე ამბობს, რომ დეპუტატების ერთადერთი რეკომენდაცია სოციალური პაკეტის გაუმჯობესებაა. საკრებულო მიიჩნევს, რომ შეჭირვებულ ოჯახებს უფრო მეტი სურსათით უნდა დაეხმარონ. ინიციატივების წარსადგენად მოსახლეობასა და დეპუტატებს ვადა 25 ნოემბრამდე ჰქონდათ. საკრებულოში მოქალაქეებისგან არც ერთი ინიციატივა შესულა. 2022 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი უკვე ახალციხის მერიას გადაეგზავნა. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ბიუჯეტის პროექტში რეკომენდაციები უნდა ასახოს და ისევ საკრებულოს დაუბრუნოს დასამტკიცებლად.

მსგავსი ვიდეოები