“საქართველოს ბანკი” Chevening-ის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულებს სწავლას სრულად უფინანსებს
10/13/2022
Business Media Georgia-ის
მიერ
9 წელია უკვე საქართველოს ბანკი სტუდენტებს დაფინანსებით დიდ ბრიტანეთში სწავლის გაგრძელების საშუალებას აძლევს. საქართველოს ბანკმა დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან 2013 წელს გააფორმა პარტნიორობა, რომლის ფარგლებშიც ხელს უწყობს იმ სტუდენტებს, რომლებმაც მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის განათლების მიღება და წარმატებული მომავლის შექმნა დაისახეს მიზნად. ბანკის მხარდაჭერითა და დაფინანსებით დიდ ბრიტანეთში სასწავლებლად უკვე გაემგზავრა 23 საუკეთესო სტუდენტი.
განაცხადების მიღება შესაძლებელია პირველ ნოემბრამდე: 🔗https://bit.ly/3ESbd0R
განაცხადების მიღება შესაძლებელია პირველ ნოემბრამდე: 🔗https://bit.ly/3ESbd0R