პოლიტიკური რეალობა, გიორგი ახვლედიანთან ერთად. 11.02.2023

02/13/2023

უცხოელი ექიმები დიდ ჰონორარებს, რომ ითხოვენ ეს ვიცით, მაგრამ 108 ათასი დოლარი ნევროლოგს ერთ გვერდიანი დასკვნისთვის, 79 ათასი დოლარი გასტროენტეროლოგს ორი წინადადებისთვის და 75 ათასი დოლარი ფსიქიატრს, მიშას ბოსტნეულად გამოცხადებისთვის, ხომ ხვდებით, რომ დიიიდი ბლეფია. ასეთი ასტრონომიული ფასები, ნევროლოგის კონსულტაცია კი არა, თირკმლის გადანერგვა არ ღირს დონორის თირკმელთან ერთად. დიაგნოზი შეიძლება ღირდეს 3 ათასი. დანარჩენი 105 გადახდილია სიცრუეში, ტყუილში, რომლითაც ჯერ მოსამართლე უნდა მოეტყუებინათ და მერე მთელი ქვეყანა. მაგრამ ექიმებში გადახდილი 300 ათასი როგორ უნდა გაგიკვირდეს კაცს, როცა ადვოკატს, რომელიც ერთხელ ვნახეთ სასამართლოზე, მილიონი დოლარი დაუსვეს ანგარიშზე. იმედია შვილის პრეზიდენტობისას გამდიდრებულ დედა გიულის, \"ადამიანისთვის\" კალორიული საჭმლის საყიდელი ფული დარჩა. რადგან აწი, მხოლოდ ეგ თუ გადაარჩენს მაგას.

--------------------
POSTV 👉   / postv.main  
POSTV ანალიტიკა 👉   / postv.analytics  
POSTV ახალი ამბები 👉   / postv.news  
POSTV გართობა 👉   / postv.entertainment