ურიცხვი ცრემლის ომი (Nirnaeth Arnoediad)

02/23/2020
Kingdom Of Arts-ის მიერ

ძვირფასი ქვების ომის მეოთხე დიდი ბრძოლა, მოხდა ელფების, ადამიანებისა და ჯუჯების კავშირსა და მორგოთის არმიას შორის.
როდესაც ბერენისა და ლუთიენის მიერ სილმარილის მოპარვის ამბავი მთელ შუახმელეთში გავრცელდა და მაედროსს იმედი გაუჩნდა, რომ მორგოთი არც ისე დაუმარცხებელია, ომის გასაგრძელებლად მან დაიწყო ელფების, ადამიანების და ჯუჯების გაერთიანება. ლაშქარი იმაზე ნაკლები შეიკრიბა, ვიდრე მოელოდა: კელეგორმისა და კურუფინის გამო ოროდრეთმა დახმარება არ ისურვა, დასახმარებლად მხოლოდ გუინდორის რაზმი მივიდა; წარუმატებელი ელჩობის გამო დახმარება არც ელუ თინგოლმა გადაწყვიტა, დასახმარებლად მხოლოდ ფინგონის ხალხი მივიდა მაბლუნგისა და ბელეგ კურთალიონის მეთაურობით; ბრძოლისთვის მზადება გონდოლინმაც დაიწყო; ლაშქარს შეუერთდნენ ჯუჯებიც, რომლებმაც იგი თავიანთი იარაღითაც მოამარაგეს; ამასთანავე ლაშქარში შეიკრიბა დიდი რაოდენობით ადამიანი ჰურინისა და ჰუორის მეთაურობით; კავშირს „მაედროსის კავშირი“ ეწოდა.

Join us on Facebook at:
  / kingdomofart.  .

წყარო:
https://www.gudabooks.ge/book/237466-...