KISFF | კინორეჟისორები შორთებზე

10/02/2022
Litagora-ის მიერ

ახალი ვიდეოების მათ განთავსებისთანავე სანახავად გამოიწერეთ ლიტაგორას არხი, შემდეგ კი დააჭირეთ ზარის ღილაკს.

24-29 სექტემბერს ქუთაისმა საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების რიგით მეორე ფესტივალს უმასპინძლა. ფესტივალზე წარმოდგენილ პროგრამებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი მხატვრული და დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექციებს ეჭირათ. ჩვენ იმ რეჟისორებს გავესაუბრეთ რომლებიც ფესტივალს დაესწრნენ და საკუთარი ფილმები მაყურებელს წარუდგინეს. ყოველ ავტორს სამი კითხვა დავუსვით - რის შესახებაა მათი ფილმები, რას გამოარჩევდნენ მათზე მუშაობის პროცესში და რა თავისებურებები ახასიათებს მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფორმატს.

მონაწილეობენ:
თორნიკე გოგრიჭიანი /პაპანაქება/
გიორგი ქობალია /იხვებზე ნადირობა/
ილია ასიტაშვილი /სამზადისი/
ტობი ანდრისი /ჭიათურა/
სანდრო სულაძე /გუშაგები/
ლუკა ფადიურაშვილი /ალონი/
ლევან შუბაშვილი /გოგონა ველოსიპედით/

კამერა და მონტაჟი:
დათო ლობჟანიძე
გრაფიკა:
სალომე ლეჟავა
მუსიკა:
Dan Henig - Sunrise in Paris

ფესტივალის გამარჯვებულები აქ 👇
  / pfbid02slyaqhury5secn774ebji15pkgf4eddg14u...  

---------------------------------------
მეგობრებო,
გვჯერა, რომ ყოველი მედიის დამოუკიდებლობის ხარისხს განაპირობებს დაფინანსების წყარო რომელიც ასეთ ორგანიზაციას ასაზრდოებს. პოლიტიკური და კორპორაციული გავლენის თავიდან ასაცილებლად ვცდილობთ შევქმნათ დამოუკიდებელი მედია, რომლის მიღწევა უშუალოდ აუდიტორიის დახმარების მეშვეობით არის შესაძლებელი.
თუ გსურთ გახდეთ ლიტაგორას შემომწირველი და ხელი შეგვიწყოთ სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში და ისეთი მასალების შექმნაში რომლებიც დაცული იქნება პოლიტიკური და კორპორაციული გავლენებისგან, დახმარების გაწევა დონაციის საშუალებით შეგიძლია (ქვემოთ მოყვანილ ანგარიშებზე).
ამავდროულად, ლიტაგორას მასალები იყო და რჩება ხელმისაწვდომი და უფასო ყველასათვის.

საქართველოს ბანკი:
GE29BG0000000538341364

თიბისი:
GE19TB7351736080100015

მიმღები: ააიპ ლიტაგორა
დანიშნულება: დონაცია

Facebook
  / litagora  
Instagram
  / litagoramagazine  
Web
https://litagora.ge/

ვიდეოები „Litagora"-ისგან