ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ზაზა სოფრომაძე გადაცემაში „იმედი LIVE“

11/24/2021
TV IMEDI-ის მიერ

▪„რამდენჯერ უნდა წააგო არჩევნები, რომ ბოლოსდაბოლოს შეიგნო, რომ ამ ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობა მხარს არ გიჭერს?“
▪„მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს მოსახლეობა „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს არ დაუჭერს“
▪„უტიფრობასაც აქვს საზღვარი - შევადაროთ მაშინდელი მართლმსაჯულება და დღევანდელი, მხოლოდ 0,01% იყო გამამართლებელი განაჩენი“
▪„ალბათ, მიხეილ სააკაშვილს ამას აქედან ჰყავდა წამქეზებლები, რომლებიც არწმუნებდნენ, რომ, ჩამოსვლის შემთხვევაში, საქართველოს მოსახლეობაში მის მხარდამჭერთა რაოდენობა გაიზრდებოდა“
▪„სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ჯგუფში ძლიერი სპეციალისტები არიან, მაგრამ საზოგადოებამაც იცის, რომ ისინი გარკვეული პოლიტიკური ნიშნის მატარებელი პიროვნებები არიან“
▪„ციხის საავადმყოფოში უმკურნალებდნენ მას თუ გორში, დიდი სხვაობა არ ექნებოდა - არანაირი განსხვავებული, მაღალტექნოლოგიური კვლევა არ სჭირდებოდა ამ პროცესს“
▪„მისი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, სხვა მოთხოვნები დააყენეს და ამბობენ, რომ თურმე, ახლა, უკეთესია, „რეფიდინგის“ პროცესი ციხის გარეთ წარიმართოს და სასჯელი გადავადდეს“
▪„თქვენ წარმოგიდგენიათ, მსგავსი რომ სააკაშვილის მმართველობის პირობებში მომხდარიყო და ოპონენტს არათუ ეთქვა, არამედ, საერთოდ, გაეფიქრებინა მაინც ასეთი რამ?! ხომ ამოალპობდნენ ციხეში?!“
▪„თუ ვინმეს შეუძლია ამ შეღავათებით სარგებლობა, მაშინ, რატომ არ შეუძლია ჩვეულებრივ მოქალაქეს?“
▪ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ზაზა სოფრომაძე გადაცემაში „იმედი LIVE“

ყველა სიახლე იხილეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://www.imedi.ge/ge/shows/83/imed... ტელეკომპანია \"იმედის\" ოფიციალური Facebook გვერდი   / tvimediofficial  

© Teleimedi LLC 2021