5 ივლისის საქმის განხილვა სასამართლოში

სასამართლოში 5 ივლისის საქმის განხილვა მიმდინარეობს. მსჯელობენ „თბილისი პრაიდის“ ოფისზე თავდასხმაში ბრალდებულების - ალიკა ალაზოვის, გიორგი ოძელაშვილისა და გიორგი ელიზბარაშვილის ეპიზოდზე. არცერთი მათგანი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ეს წინასასამართლო სხდომის ეტაპია, სადაც მომავალში გამოსაკვლევი მტკიცებულებების დასაშვებობა უნდა გადაწყდეს. 5-6 ივლისის მოვლენებზე, მათ შორის ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმეზე 20-ზე მეტი პირია დაკავებული. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები