თვითნებური ავტობაზრობა | ბათუმი

22.03.2019 01:54

ერთხელ გაუქმებული ავტობაზრობა აღმაშენებლის ქუჩაზე, ისევ მოქმედია... ავტომოვაჭრეებს პარკინგის ადგილები და ტროტუარი დაკავებული აქვთ.

გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა ავტოსადგომად იქცა. ადგილობრივების ინფორმაციით ზოგი მანქანა აქ 3 წელზე მეტია დგას.

"ავტოტრანსპორტში" ამტკიცებენ, რომ "დარღვევები იმდენად ხშირია, მანქანების გადაყვანას ვერ აუდიან. ჯარიმა კი 100 ლარია". მერიაში ირწმუნებიან, რომ უკანონო ავტობაზრობისთვის მკაცრ წესებს შემოიღებენ.

საკრებულო: ''კანონმდებლობით განსაზღვრო მანქანა რამდენ ხანს გაჩერდება პარკინგზე გათვალისწინებული არ არის. 3 თვეც, რომ იდგეს სანქცია არ არის, ჯერ''.

ავტობაზრობისთვის გოგოლის ქუჩაზე გამოყო ადგილი. მოვაჭრეები გადასვლაზე უარს ამბობენ.


http://ajaratv.ge, [email protected], + 995 422 274370, + 995 422 274382

გაზიარება:
EstateHub