საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ შიდა კონტროლის დეპარტამენტის მუნიციპალიტეტის რაიონული მონიტორინგის სამსახურის მთავარი სპეციალისტი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ საჯარო მოხელე თანამდებობრივი უფლებამოსილების გამოყენებით იღებდა ქრთამს.
ბრალდებული ქ. თბილისში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებისგან, კონტროლის ღონისძიებების თაობაზე წინასწარი ინფორმაციის მიწოდების, დაჯარიმებისგან თავის შეკავებისა და ჩამორთმეული საქონლის უკან დაბრუნების სანაცვლოდ, ხსენებულ გარემოვაჭრეებთან დაკავშირებული პირებისგან ორ კვირაში ერთხელ 3 000 ლარს ითხოვდა.
სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო/ვიდეო მტკიცებულება. ბრალდებული დაკავებულია ქრთამის სახით 3000 ლარის აღებისთანავე და ფულადი თანხა ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მკაცრად აფრთხილებს საჯარო მოხელეებს, თავი შეიკავონ კორუფციული დანაშაულისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსგავსი უკანონო ქმედებების აღკვეთაზე სამსახურის რეაგირება ყოველთვის იქნება მყისიერი და პრინციპული.
საგამოძიებო სამსახური-ის სხვა ვიდეოები
საგამოძიებო სამსახური
საგამოძიებო სამსახურმა სამი პირი დააკავა
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა პასუხისგებაშ...
00:57
სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი
01:16
ხის მასალის უკანონო გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტი
00:43
საგამოძიებო სამსახურმა ზეგავლენით ვაჭრობის ფაქტზე...
01:05
ყალბი დოკუმენტებით ხის მასალის შეძენა-რეალიზაციის...
02:25
ტრენინგი
მსგავსი ვიდეოები
საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკა...
საგამოძიებო სამსახური
საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკა...
საგამოძიებო სამსახური
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფ...
საგამოძიებო სამსახური
შიდა ქართლში საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ერ...
Trialeti TV
ქრთამის აღების ფაქტზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტა...
საგამოძიებო სამსახური
დაკავება ქრთამის აღების ფაქტებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქრთამის მიცემის და აღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
საგამოძიებო სამსახური
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ამბროლაურის საკრებულოს...
MULTIMEDIA GE