საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება ტელეკომპანია იბერია

02/11/2017
Archil Talakvadze Official-ის მიერ

➡️ მე-9 მოწვევის პარლამენტმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში საკანონმდებლო რეფორმაზე დაიწყო მუშაობა

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საქართველოს პარლამენტის წევრები, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

➡️ რეფორმის ყველა ძირითად კომპონენტზე მოხდა შეთანხმება მხარეებს შორის;

➡️ დაგეგმილი ცვლილებები გაზრდის მგზავრების, ქვეითების და მძღოლების დაცულობას, გაზრდის ბავშვების დაცულობას;

➡️ შეამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევებით გამოწვეულ ტრავმებს და სიკვდილიანობას;

➡️ საკანონმდებლო პაკეტის განხილვას პარლამენტი უკვე შეუდგება.


საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში რეფორმის გატარება ხელისუფლებამ პრიორიტეტულად დაასახელა, რადგან ქვეყანაში ავტოპარკის ზრდასთან და საგზაო ინფრასტრუქტურის გაფართოებასთან ერთად, 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, 8%-ით გაიზარდა ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობა. ყოველწლიურად ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 550-600 ადამიანი იღუპება, ხოლო 10,000-მდე ადამიანი სხვადასხვა სიმძიმის ტრავმას იღებს.

შეხვედრა ,,საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის”, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით გაიმართა.

#საგზაომოძრაობისუსაფრთხოება
#არჩილთალაკვაძე

ვიდეოები „Archil Talakvadze Official"-ისგან