ნიკა მელიას კომენტარი ლისაბონიდან რეზოლუციაზე - 18/11/2022


ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია იქნა მიღებული ხმათა უმრავლესობით ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეაზე. ეს რეზოლუცია მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციისთვის, მნიშვნელოვანია იმ პრობლემების კიდევ ერთხელ წარმოჩენისთვის, რომელიც სამწუხაროდ ქვეყანაში არსებობს. ეს რეზოლუცია ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტპატიმრების პირობებში გაჭირდება ქვეყნის სრულფასოვანი წევრობა ევროპულ ოჯახში. ეს არის მორიგი რეზოლუცია, სადაც შავით თეთრზე საუბარია, რომ ოლიგარქი, არაფორმალური მმართველი ივანიშვილის სახით უნდა დაექვემდებაროს დასავლურ სანქციებს. უკონტროლო რეჟიმის სულის ჩამდგმელი არის რუსი ოლიგარქი ივანიშვილი. ვიმედოვნებ, რომ წარმოუდგენელი დასავლური ზეწოლა მოვა თანხვედრაში ქართული საზოგადოების ზეწოლასთან და ივანიშვილი აუცილებლად დამარცხდება, რათა ქვეყანამ დაიმკვიდროს თავისი ადგილი ევროპულ ოჯახში.

ვიდეოები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"-ისგან