497
7 მარტს, ქართველმა კომენდიანტმა და სცენარისტმა მიშა ანდღულაძემ პროკურატურას საჩივრით მიმართა და მოითხოვა, ჰააგაში მასზე მომხდარ თავდასხმაში დაზარალებულად ცნობა და უსაფრთოების მიზნით, დაცვის დანიშვნა ის ამბობს, რომ მას საქართველოში ჩამოსვლის შემდეგაც ემუქრებიან და აქვს განცდა, რომ მის სიცოცხლე საფრთხეშია არა მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც ჰააგაში რესტორანთან, რომელშიც სთენდაფშოუს ატარებდა, მას დაახლოებით რვა ადამიანი ელოდა, ქართველები, რომლებმაც მიშა ანდღულაძეს პასუხი მოსთოვეს მისი ერთ-ერთი რელიგიური შინაარსის ხუმრობის გამო ამ თავდასხმას ანდღულაძე დაგეგმილს უწოდებს, ამბობს, რომ მის მიმართ მუქარა დღეს არ დაწყებულა და რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში მოგვითხრობს რა მოხდა ჰააგაში და როგორ გაგრძელდა მასზე შეტევა საქართველოში დაბრუნების შემდეგაც რადიო თავისუფლება პროკურატურასაც დაუკავშირდა - დავინტერესდით, რა რეაგირება მოჰყვება კომედიანტის საჩივარს, თუმცა ჯერ უწყებისგან პასუხი არ მიგვიღია -- მეტი ახალი ამბავი, ანალიზი, ინტერვიუები და ბევრი სხვა ნახე ჩვენს საიტზე https://www.radiotavisupleba.ge გამოგვყევი Youtube-ზე http://tinyurl.com/5ek3z4e3 Facebook-ზე http://tinyurl.com/yc84b2x3 Instagram-ზე http://tinyurl.com/2cb8w3wp TikTok-ზე http://tinyurl.com/3skhv3ws Threads-ზე http://tinyurl.com/bddphfyp
მსგავსი ვიდეოები
Tour Eiffel au chocolat / შოკოლადის ეიფელის კოშკი, მათე და ნ...
Mate and Nina
შეხვედრა ბათუმში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია პარლამენტთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"თემა" - თამარ კინწურაშვილი
Artareatv
გამოიცანი ბითიესის სიმღერები 2 წამში
K - Universe
#PannaChallenge | FC Dinamo Tbilisi | ლევან კუტალიასთან ერთა...
Levan Kvaratskhelia
დათო ფორჩხიძე ეკო ფანგანის რუბრიკაში #13 კითხვა
TV IMEDI
საწვავი ისევ გაძვირდა | რუსეთზე მიბმული ეკონომიკის შედეგი
მთავარი არხი • Mtavari Arkhi