რა ჯდება ევროპაში ავტომობილით მოგზაურობა? რჩევები და გამოცდილება

Tbilisicannes - ეს მარკეტერის და Porsche Center Tbilisi-ს ერთობლივი პროექტია, რომელიც თბილისიდან კანამდე (საფრანგეთი) ავტომობილით მოგზაურობას გულისხმობს. ამ ვიდეოში გიზიარებთ გამოცდილებას გზებზე და ფასებს. #Tbilisicannes #მოგზაურობა #თბილისი რას ნახავთ ვიდეოში: ____________________________________________ 0:00 - ინტრო 0:45 - ალბანეთი 02:27 - მონტენეგრო 04:10 - ხორვატია 07:45 - სლოვენია 08:19 - იტალია 11:58 - საფრანგეთი 13:35 - რა ჯდება ავტომობილით მოგზაურობა ევროპისკენ? პროექტის ისტორია:_________________________________________________ გადავწყვიტეთ პანდემიის შემდეგ დიდი ევროპული მოგზაურობა დაგვეგემა, რომელიც მოიცავს როგორც დასვენებას ასევე საქმიან შეხვედრებს. პირველი რაც გავიფიქრეთ იყო რომ ფრენის ბილეთები დაგვჭირდებოდა, მაგრამ თან ვფიქრობდი ალბათ რამხელა გამბედაობაა რომ საქართველოდან ევროპაში წახვიდე მანქანით? თავიდან ეს იდეა დაუჯერებელი ჩანდა, არადა ავტომობილები ხომ ამისთვისაა? გზები ხომ ამიტომ გვაკავშირებს დანარჩენს სამყაროსთან. პროექტის მხარდამჭერია პორშე თბილისის ცენტრი, სწორედ მათ დაიჯერეს რომ ჩვენი იდეა განხორციელებადია.

მსგავსი ვიდეოები