ძუძუს ექსპანდერი მაგნიტური სარქვლით

10/14/2020
DocTemur BreastSurgeon-ის მიერ

ძუძუს ექსპანდერი ხელოვნური მკერდის ერთ ერთი სახეობაა, ის განსხვავდება ცნობილი იმპლანტებისაგან (რომლებსაც ძუძუს გასადიდებლად იყენებენ) იმით რომ არ შეიცავს სილიკონს და არის მხოლოდ რეზერვუარი
ის ოპერაციის შემდგომ დღეებში თანდათან \"იბერება\" ექიმის მიერ შეყვანილი სტერილური სითხით და თანდათან ავსებს ძუძუს კანქვეშა მიდამოს სასურველ მოცულობამდე.
ხშირად ის ერთადერთი საშუალებაა ონკოლოგიური დიაგნოზის დროს ძუძუს ფორმის შენარჩუნებისთვის და ის გვაძლევს საშუალებას ჩატარდეს რადიკალური ოპერაცია ონკოლოგიური წესებით
თანამედროვე ტექნოლოგიებმა გაცილებით უფრო გააადვილა ეს ოპერაცია და რეაბილიტაციის პროცესი. ექსპანდერის საშუალებით აღარაა საჭირო მრავალსაათიანი რეკონსტრუქციული ქირურგია პაციენტის საკუთარი ქსოვილით, რომელიც გაცილებით უფრო ტრავმულია
იმედი მაქვს სულ მალე წარმოგიდგენთ ვიდეოს სადაც მაქსიმალურად გასაგებად აღიწერება ექსპანდერის ტექნიკა
#breastexpanders
#oncoplasticsurgery
#skinsparingmastectomy
#breastplasticsurgery
#breastcancer
#ძუძუ
#ონკოპლასტიკა
#ექსპანდერი
#მამოპლასტიკა
#ონკოლოგია
#მამოლოგია
#მამოლოგი

ვიდეოები „DocTemur BreastSurgeon"-ისგან