თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა

დედაქალაქში ტრანსპორტით გადაადგილების პრობლემას იწვევს საგზაო ინფრასტრუქტურა, რომელიც ავტობუსებისა და ავტომანქანების გარკვეული რაოდენობის გატარებას ვერ ახერხებს, - ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა. გუშინდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოიყო მთავარი პრობლემური კვანძები, მათ შორის დასახელდა მარშალ გელოვანი, სადაც მერიის გათვლებით ნაკადების 15%-ით შემცირება ავტომობილების დასაშვები სიჩქარით გატარებას უზრუნველყოფს. მერიაში ფიქრობენ, რომ არსებულ საცობებს ტრანსპორტის რაოდენობის გაზრდა ვერ მოაგვარებს. მათ შორის ვერც დაპირებული 18 მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა, რომლის საჭიროებაც მერიის მაღალჩინოსნების შეფასებით ამ ეტაპზე არ დგას. მისი დამატება მომავალ წელს ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ არის დაგეგმილი. მერიიდან გუშინ კიდევ ერთხელ გვითხრეს, რომ ყველა ევროპულმა ქალაქმა გაიარა ის გზა, რასაც ახლა თბილისი გადის, სატრანსპორტო რეფორმის, და ერთგვარად გაგებითაც უნდა მოვეკიდოთ იმ ამბავს რომ დღეების დიდ ნაწილს დანიშნულების ადგილებამდე მისვლას ვანდომებთ. უფრო მეტიც ითქვა გუშინ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ტრანსპორტისა და ურბანული სამსახურის ხელმძღვანელმა ვიქტორ წილოსანმა მეტროში მოლოდინის დროსთან დაკავშირებითაც გააკეტა კომენტარი და განაცხადა, რომ მეტროში შეფერხებებს თავად მგზავრები ქმნიან. „სადგურის მოედანზე, გადასასვლელში მგზავრებს არ გვაქვს ის დამოკიდებულება, რომ ზოლში ვიმოძრაოთ, შესაბამისად, ისინი საცობს ქმნიან, არ დგებიან საწინააღმდეგო მიმართულებით, ხდება შეფერხებები ერთმანეთთან და პრობლემა გვირაბს გამტარუნარიანობას ექმნება“ - განმარტა წილოსანმა. სტუმარი: ირაკლი ნადირაძე - თბილისის საკრებულოს წევრი;

მსგავსი ვიდეოები