აჭარული ლექსი (აჭარულად)

11/03/2016

LIKE - https://www.facebook.com/adjareli/

შემხედა და ვერ მიცნა,
შევხედე და ვიცანი,
ციცამ გულზე დამასო,
სიყვარულის ფიწალი,
სიყვარული? - ჰემ იცით
ყველამ, - რაფერიც არი,
(კარში კატა კნაოდა,
კაკანებდა ციცარი)
ციცაი, ზოვლი ლამაზი,
გახდა დასაფიცარი.
ბაბამ მითხრა - გაგცვეთო,
მაგ თავს გიგიტკლიცავო,
რა დროს შენი ქალია,
რა დროს შენი ციცავო,
ოჯაღიდან გაგადებ,
პურის მადლმა, ვფიცავო,
საკუთარი ხელებით,
გათხარო და მიწავო,
ახლა მივხდი დილაზე,
იმ წყაროსთან ვის ცავო.
ნენემ მითხრა - ამ პროხ ბერს,
ნუ მუუსმენ ნენიო,
რაფერც შენს გულს ეწადოს,
ნენი, ისე ქენიო,
აგერ ყაბალახი და
იგერ კიდვენ ცხენიო,
ოქრო რგოლის ბეჭედი,
მზითევი და ძღვენიო,
ციცას ყურში მუუყევ,
ქმრობა მინდა შენიო.
ავდექი და ვეახელ!
ციცამ მითხრა - ვერაო...
გაღმა დურსუნს ფარა აქ,
შენ კი ლექსებს წერავო,
მასე ვერ წამოგყვები,
ჩემო ისკენდერავო.
ციცას ვუთხარ მიდინგლე,
ცავ, ტყვილა და ამრიო,
შეშურდება დუნიას,
ჩემნაირი ქმარიო,
დურსუნს ფარა თუ კი აქვს,
ქი გავს სუპერ მარიოს
და თუ ის გირჩევნია -
შენი ქეჩაც მკარიო.
ევფუნგეთ და ევშალეთ,
არ დიმითმო ციცამაც,
თუმცა ტყვილი ხებერი,
ციცამ მალე იწამა.
ზვინი გახდა ჰოსტელიც,
ოდაცა და კარავიც,
გზაზე არ ჭაჭანებდა
იმ მომენტჩი არავინ.
გამევყენე საქმეში
ჩემი შნო და მარილი,
ოიპეეეე, გემო ქონია
თლად სასელა სხალივით.
დამავიწყა ლექსები,
დამავიწყა წიგნები,
ჰოდა რა მენაღვლება,
ამ სხალს ვკრეფ და ვიქნები.

ლექსის ავტორი: როინ აბუსელიძე