კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

2 თვის წინ

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიაში მონაწილეობს შინაგან საქმეთა სამინისტრო.   კამპანიის ფარგლებში სამინისტრომ დაიწყო საინფორმაციო ღონისძიებები სლოგანით, „არა ქალზე ძალადობას“. შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური ღონისძება გაიმართა. მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ. ღონისძიებას პარლამენტის წევრები, საკანონმდებლო ორგანოს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს, სახალხო დამცველის აპარატის, სამთავრობო სექტორის და აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან