Kosta Sanikidze - Sheni Tvalebi / შენი თვალები

04.11.2021 01:16

kosta sanikidze - შენი თვალები ---------------------------------------------------- შენი თვალები, ვარდისფერმა მორევმა შთანთქა, ახლა მარტოა უშენობა, და ეს სიჩუმე, დღეს ამ რიჟრაჟზე ოქტომბერმა ფოთლები დაფქვა, მან დაარღვია სიმარტოვე და ეს სიჩუმე, გაყინულივარ, ფანჯარასთან ორთქლივით ვქრები, აგონიაში მახსენდება შენი სინაზე, და სანთელივით მეც ნელ-ნელა ნელ-ნელა ვდნები, სიყვარულს ვხატავ, ორთქლით სავსე გამტყდარ მინაზე. ავტორი: #kostasanikidze ლექსი სიმღერიდან "უშენობა კლავს"

გაზიარება: