სრულად /2030 (14.03.2016.)/

7 წლის წინ
2030 Official-ის მიერ

✔თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახალი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი იწყება. ✔რა ხდება უნივერსიტეტში?! რამ გამოიწვია სტუდენტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება?! ✔საქართველოს ფეხბურთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ✔რატომ არ დააკმაყოფილა საქალაქო სასამართლომ ლევან გაჩეჩილაძის მოთხოვნა - „მაესტროს“ ბრენდისა და ლოგოს გამოყენების შესახებ და რა სამართლებრივ გზებს მიმართავს არხის გენერალური დირექტორი?! - სტუდენტური აქციები, დაძაბულობა და ვითარების ესკალაცია სახელმწიფო უნივერსიტეტში. რამ გამოიწვია სტუდენტთა პროტესტი და რატომ დაუპირისპირდა სტუდენტურ მოძრაობას თვითმმართველობის მხარდაჭერით გამართული კონტრაქცია?! რა მოთხოვნები აქვთ კონტრაქციის მონაწილე სტუდენტებს?! შექმნა თუ არა გიორგი გაფრინდაშვილის გადაწყვეტილებამ ვითარების განმუხტვის შესაძლებლობა და როგორ განვითარდება მოვლენები ორმხრივი აქციების გაგრძელების შემთხვევაში?! რა გეგმები აქვს სტუდენტურ მოძრაობას?! შესაძლებელია თუ არა თვითმმართველობის რეორგანიზაცია და რა ფორმით უნდა განაგრძოს სტრუქტურამ ფუნქციონირება?! - 2030-ის შეკითხვებს თსუ-ს თვითმართველობის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბახტურიძე და აქციის ორგანიზატორი ლევან ლორთქიფანიძე უპასუხებენ. - რატომ ვერ შეძლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ სტუდენტთა მოთხოვნების დიალოგის რეჟიმში გადაწყვეტა და რატომ მივიდა პროცესი აქციებამდე?! შეცვლის თუ არა ვითარებას რექტორის გადადგომა?! რა პოზიცია აქვს პროფესურას და აქვს თუ არა ადმინისტრაციას შექმნილი მდგომარეობის გამოსწორების რესურსი?! - თსუ-ს პროფესორი გიორგი ოთხმეზური 2030-ში. - რა ფორმით უნდა ჩაერთოს უნივერსიტეტში განვითარებულ პროცესებში განათლების სამინისტრო?! აქვს თუ არა სახელმწიფოს უნივერსიტეტის შიდა საკითხებში ჩარევის შესაძლებლობა და რაში ხედავს გამოსავალს უწყების ხელმძღვანელობა?! - განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გია შარვაშიძე 2030-ში.

ვიდეოები „2030 Official"-ისგან