პოლიციამ სოლოლაკში ბიზნესცენტრის მიმდებარედ მომხდარ სროლის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

06.11.2020 00:27

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი ა.რ. თბილისში დააკავეს. მას ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედება. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, თბილისში, სოლოლაკში, მარო მაყაშვილის აღმართზე, ბიზნესცენტრთან მდებარე საავტომობილო გვირაბში ავტომანქანით გადაადგილების დროს რამდენიმე გასროლა განახორციელა. სამართალდამცველებმა ა.რ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია, სავარაუდოდ, ხმოვანი პისტოლეტი და მასში მოთავსებული 2 აირის ვაზნა. ასევე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია 6 გასროლილი მასრა, რომლებსაც ექსპერტიზა უტარდება. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. Facebook :   / miaofgeorgia   Twitter :   / miaofgeorgia   Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

პოლიციამ შეძლებისდაგვარად ყველაფერი გააკეთა - შს მინისტრი

პოლიციამ შეძლებისდაგვარად ყველაფერი გააკეთა - შს მინისტრი

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრობისთვის 25 პირი დააკავა

პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრობისთვის 25 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პოლიციამ ქუთაისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

პოლიციამ ქუთაისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახს...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ნარკოდანაშაულში ბრალდებულების დაკავება

ნარკოდანაშაულში ბრალდებულების დაკავება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პოლიციამ ბოლნისში შვიდი ძროხის ქურდობის ფაქტი გახსნა

პოლიციამ ბოლნისში შვიდი ძროხის ქურდობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პოლიციამ ბოლნისში ჩადენილი ქურდობის ფაქტები გახსნა

პოლიციამ ბოლნისში ჩადენილი ქურდობის ფაქტები გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პოლიციამ ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა, 2 -ს  კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

პოლიციამ ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა,...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პოლიციამ ქვემო ქართლში გამოძალვის ბრალდებით 1 პირი დააკავა

პოლიციამ ქვემო ქართლში გამოძალვის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყველა ვიდეო