გაიცანი მემკვიდრეობა!

05/03/2021
გუნდი 51-ის მიერ

სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის 51-ე საჯარო სკოლის „გუნდი 51“ აგრძელებს მონაწილეობას ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიაში.


გუნდის ერთ-ერთმა წევრმა გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი.

ფილმში ჩანს ქართული ხელოვნების ერთ-ერთი სახე - ქართული ცეკვა, ცავდე აყვანილი გენია (ცეკვა ჯეირანი); მხატვარი - ნიკალას (ნიკო ფიროსმანის) ძეგლი; ძველი თბილისის ხედები და სხვადასხვა ასაკის ადამიანები.
ვიდეოს მიზანი იყო, რომ ეჩვენებინა მნახველისთვის ის, რომ საქართველო ძალიან ლამაზია, მდიდარი ქვეყანაა, დიდი ისტორიითა და კულტურით. ერი უნდა გაუფრთხილდეს და დაიცვას, როგორც იცავდნენ ჩვენი წინაპრები. აუცილებელია კულტურული მემკვიდრეობის ტრადიციების დაცვა და გაგრძელება.

ამისთვის ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სამართლიანობა და თანამშრომლობა, რომ თაობა ძალიან კარგად და სწორად განვითარდეს. განათლების ხარისხი უნდა იყოს ძალიან მაღალი, რათა სკოლის ასაკიდანვე იცოდნენ ადამიანებმა, თუ როგორ ძლიერ და მდიდარ სახელმწიფოში იზრებიან.

„გუნდი 51“ იმედოვნებს რომ ამ მცირე ფილმით, დაგიტოვეთ ოდნავ საფიქრალი.
#გარემოსთვის