ანა აბესაძის თანაავტორობით ნიუ-იორკში წიგნი Women Living Fearlessly გამოიცა
ანა აბესაძე გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი და მოწვეული ლექტორია, რომელიც ამავე დროს საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაცია World Vision International-ში მმართველობის გლობალური კოორდინატორიც არის. ანას ხუთ სხვადასხვა ქვეყანაში როგორც სწავლის, ასევე მუშაობის საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოცდილებაც აქვს დაგროვილი, სულ ცოტა ხნის წინ კი ის ინგლისში, ლიდერ ქალთა გლობალურ სამიტზე იყო მიწვეული, სადაც ნომინირებული იყო იორკის ჰერცოგინიის ლიდერობის ჯილდოზე. მსოფლიოს მასშტაბით, ანა 9 ფინალისტს შორის დასახელდა და სწორედ აქ მიიღო შეთავაზება, რომ ნიუ-იორკში გამოცემული წიგნის „Women Living Fearlessly“-ის ერთ-ერთი თანაავტორი გამხდარიყო. სტუმარი: ანა აბესაძე - Women Living Fearlessly-ის თანაავტორი; #ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად
Business Media Georgia-ის სხვა ვიდეოები
როგორ ცვლის ჩვენ ცხოვრებას სოციალური მედია?
საით უნდა მიმართოს მარკეტინგული კამპანიები საქართვ...
რას წარმოადგენს ChatGPT-ის უახლესი ვერსია?
რას წარმოადგენს “ორთაჭალა ჰილსის” პროექტი?
რას წარმოადგენს "არქის" პრემიუმ კომპლექსი "არქი რი...
რას წარმოადგენს “დეკა დეველოპმენტი”?
რას წარმოადგენს NFT?
რას წარმოადგენს თიბისის ახალი პროდუქტი “განაწილება...