ზონალური მენეჯერი

OPPA

სს “ოპპა” (ყოფილი სს “ნოვა ტექნოლოჯი”) ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით ოპერირებს. კომპანია ფლობს ელექტრონულ საფულეს www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებს. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300 - ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე და ხარისხი კომპანიის მთავარი ღირებულებებია.

 

სს ‘’ოპპა’’ აცხადებს ვაკანსიას ზონალური მენეჯერის პოზიციაზე.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • თბილისის მასშტაბით უბნების შესწავლა სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალების თვალსაზრისით;
  • მეიჯარეებთან და პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობა;
  • ახალი კლიენტების მოძიება;
  • უბნების ჭრილში გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და შესრულება;
  • არსებული გაყიდვების ქსელის შესწავლა და გაანალიზება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განთლება;
  • სამუშაო გამოცდილება 2-3 წელი;
  • გაყიდვების და პრისეილერის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

 

დამატებით მოთხოვნები:

ავტომანქანა, რომლის საწვავის წვა არ აღემატება ქალაქში 8-9 ლიტრს.

 

პიროვნული უნარები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ანალიტიკური აზროვნება
  • გაწონასწორებული;
  • კომუნიკაციის კარგი უნარები;
  • შედეგზე ორიენტაცია;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პრობლემის ეფექტურად გადაჭრის უნარი.

 

ჩვენ გთავაზობთ: შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი. იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში; განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია. დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@oppa.ge გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

 

გისურვებთ წარმატებებს! გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 02/06/2020
ბოლო ვადა: 30/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: