ზეინკალ-შემკეთებელი რუსთავში

ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია

შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას ზეინკალ-შემკეთებლის პოზიციაზე  

ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფი მსოფლიოს მასშტაბით სამშენებლო მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომელსაც მოწინავე პოზიცია უკავია ინერტული მასალების, ცემენტის და ბეტონის წარმოების საერთაშორისო ბაზარზე.  კომპანიის კუთვნილ 3000 საწარმოში, რომლებიც მსოფლიოს 60 ქვეყანაშია განთავსებული, 63000 თანამშრომელია დასაქმებული.

ჰაიდელბერგცემენტ საქართველო ჰაიდელბერგცემენტის საერთაშორისო ჯგუფის  შვილობილი კომპანიაა, რომელიც ამჟამად ახორციელებს ცემენტისა და ბეტონის წარმოებას. იგი ფლობს 2 ცემენტის და 14 ბეტონის მწარმოებელ ქარხანას და 2 ტერმინალს ქვეყნის ტერიტორიაზე. კომპანიას უკავია წამყვანი პოზიციები ადგილობრივ ბაზარზე ცემენტისა და ბეტონის წარმოების დარგში.

 

ადგილმდებარეობა

  • ქ. რუსთავი, ცემენტის წარმოების ქარხანა

 

სამუშაო საათები

  • ორშაბათი - პარასკევი, 08:00 – 17:00

 

ფუნქცია/მოვალეობები

  • სამუშაო იარაღების შემოწმება;
  • ქარხანაში მომუშავე დანადგარების, მოწყობილობების ყოველდღიური მონიტორინგი;
  • ქარხანაში მომუშავე ძირითადი და დამხმარე დანადგარების მექანიზმების ტექნიკური მდგომარეობის დიაგნოსტიკა და საჭიროების შემთხვევაში სარემონტო სამუშაოების ჩატარება;
  • ქარხანაში მომუშავე ძირითადი და დამხმარე დანადგარების მიმდინარე და კაპიტალური სარემონტო სამუშაოების ჩატარება;
  • სამუშაო უბნის გაწმენდა  სამუშაო ნარჩენებისაგან;
  • სარემონტო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებული სხვა  დავალებების შესრულება.  

 

მოთხოვნები

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • სასურველია განათლება ტექნიკური მიმართულებით;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • დროის მართვის უნარი
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

 

ჩვენ გთავაზობთ

  • საერთაშორისო გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას
  • კარგ ანაზღაურებას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • კვების უზრუნველყოფას

 

შერჩევის ეტაპები:

  • აპლიკაციების გადარჩევა 
  • ტესტირება
  • გასაუბრება

 

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა ან გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@heidelbergcement.ge,  სათაურის ველში მიუთითეთ: ზეინკალ-შემკეთებელი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა  30 სექტემბერი 2020.


სრული განაკვეთი
რუსთავი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 17/09/2020
ბოლო ვადა: 30/09/2020

მსგავსი ვაკანსიები:



ავეჯის ხელოსანი
Litten Tree
ანაწღაურება: 1600 GEL