ზეინკალ-მილგამყვანი

სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას ზეინკალ-მილგამყვანის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით. კატეგორია: ტექნიკური სამუშაოები; ანაზღაურება: 700-დან 1500 ლარამდე დარიცხული ხელფასი (პროფესიული უნარების და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად); მდებარეობა: ქ. თბილისი. მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით; ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში; ფუნქციები და პასუხისმგებლობა: ** სანტექნიკური მოწყობილობების მონტაჟი და რემონტი; ** იოლი სამუშაოების ჩატარება ცენტრალური გათბობის სისტემების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, გაზით მომარაგების და სანიაღვრე კანალიზაციის წყალმიმღებების მონტაჟის დროს; ** მილების, ფიტინგების, ფასონურინაწილების, არმატურისა და სამაგრი საშუალებების დახარისხება; ** შუასადებების დამზადება ზომების მიხედვით და მათი დაყენება; ** ქანჩებისა და ჭანჭიკების ხრახნების მორგება, მათი დაკომპლექტება; ** საჭდების დამზადება; ** დამხმარე მასალების მომზადება; ** მილსადენის გადასახსნელის წინა ქანჩთან დაკომპლექტება, ქანჩების ჭანჭიკებთან დაკომპლექტება; ** დამცავი საცობების დასახშობების დაყენება და მოხსნა მილებზე; ** მილგაყვანილობის ცალკეული კვანძების დაშლა; ** ჩასარეცხი ავზაკების რეგულირება; ** სანიტარულ-ტექნიკური მოწყობილობების, მილების და სხვა დეტალების ტრანსპორტირება; ** კონსტრუქციებში ხვრელის გაბურღვა ან განგრევა; ** სანტექნიკური მოწყობილობების და მილების სამაგრების დაყენება და დამაგრება. უნდა იცოდეს: ** სანიტარულ-ტექნიკური დანადგარების, მოწყობილობების და მასალების დანიშნულება და სახეობები; ** მილების, ფიტინგების, ფასონურინაწილების, არმატურის და სამაგრი მოწყობილობების სორტამენტი; ** საზეინკლო ინსტრუმენტების სახეობები, დანიშნულება და გამოყენების წესები; ** მილების დიამეტრის, ფიტინგების, არმატურის და შუასადები მასალების გაზომვის ხერხები; ** პოლიპროპილენის მილების გადაბმის წესები; ** პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის წესები; ** ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების წესები; ** საწარმოო სანიტარიის და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესები. სამუშაოს მაგალითები: ** სასმელი წყლის და კანალიზაციის მილების გასაყვანად და მილების დაზიანების ადგილის საპოვნელად მიწის სამუშაოების შესრულება; ** ხის, აგურის და ბეტონის კედელში ხვრელების გაბურღვა, განგრევა მილების გასაყვანად; ** სანტექნიკური მოწყობილობების და მილების სამაგრების დაყენება და დამაგრება; ** დაზიანებულ მილზე ცალუღის დაყენება; ** შემრევის, ვენტილის და ონკანის შუასადების დამზადება და გამოცვლა; ** კანალიზაციის მილების აწყობა; ** ონკანების გამოცვლა; ** მწყობრიდან გამოსული მარტივი სანიტარულ ტექნიკური მოწყობილობების გამოცვლა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** პროფესიული განათლება; ** უნდა ჰქონდეს შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის სამუშაო გამოცდილება. უნარები: ** გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა; ** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ; ** ცვლილებებისადმი ადაპტაცია; ** კომუნიკაცია; ** პროფესიონალიზმი; ** პროდუქტიულობა; ** ხარისხზე ორიენტირება; ** უსაფრთხოება; ** სტრესულ გარემოში მუშაობა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ზეინკალ-მილგამყვანი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 12/05/2020
ბოლო ვადა: 11/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: