ზარალების მართვის სატელეფონო კონსულტანტი

სადაზღვევო კომპანია იმედი L

კომპანია იმედი L აცხადებს ვაკანსიას ზარალების მართვის სატელეფონო კონსულტანტი პოზიციაზე

 

 

ძირითადი მოვალეობები:

  • დაზღვეულების სატელეფონო ზარების მიღება და მათი იდენტიფიცირება;
  • საჭიროების შემთხვევაში, დაზღვული პაციენტისათვის ოჯახის ექიმთან ვიზიტის დაგეგმვა, კლინიკაში გადამისამართება და ინფორმაციის შესაბამისი პროგრამული ასახვა;
  • კლინიკაში მყოფი დაზღვეულისთვის დამატებითი სამედიცინო მომსახურების ორგანიზება;
  • მომხმარებლებისათვის სადაზღვევო პოლისის პირობების შესახებ საჭირო ინფორმაციის მიწოდება (ხელშეკრულებიდან შესაბამისი მუხლის/პუნქტის გათვალისწინებით).

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სავალდებულოა უმაღლესი სამედიცინო განათლება ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (განიხილებიან როგორც მედიცინის, ასევე სტომატოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები);
  • სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

 

 

აუცილებელი უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
  • ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

 

ანაზღაურება-600 ლარი+ბონუსი

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს  შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge  ;  გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 24 მარტი, 2020 წელი

 

სადაზღვევო კომპანია  “იმედი L”  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

 

სადაზღვევო კომპანია „იმედი L“ - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია “იმედი L” - ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

600 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 24/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: