ზარალების ადმინისტრირების ოფიცერი

ნიუ ვიჟენ დაზღვევა

პოზიცია ზარალების ადმინისტრირების ოფიცერი

დაქვემდებარება დაზღვევის ანაზღაურების უფროსი მენეჯერი

სამუშაო განაკვეთი სრული

 

ფუნქცია მოვალეობები:

  • სადაზღვევო შემთხვევების პროგრამაში რეგისტრაცია.
  • სადაზღვევო შემთხვევის რეგულირებისათვის საჭირო დოკუმენტაციის შესაბამისი უწყებებიდან გამოთხოვა
  • დოკუმენტაციის სრულყოფის მიზნით მომხმარებლებთან კუმუნიკაცია
  • შეთანხმებების, გადაწყვეტილებებისა და დასკვნების მომზადება და მომხმარებლებისათვის გაცნობა
  • არასამედიცინო დაზღვევის დამატებითი მომსახურებების რეგისტრაციის/რეგულირების სრული პროცესის მართვა
  • შესრულებული სამუშაოს პროგრამაში ასახვა და რეპორტინგი

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აუცილებელი:

  • უმაღლესი განათლება
  • MS Office პროგრამების ცოდნა
  • ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა

 

პიროვნულობა:

  • მოტივირებული
  • პასუხისმგებლიანი
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • კომუნიკაბელური
  • გუნდური
  • მოლაპარაკებების უნარი

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • სწრაფად განვითარების შესაძლებლობას
  • მომხმარებელზე, თანამშრომელზე ორიენტირებულ კულტურას
  • მეგობრულ და გუნდურ სამუშაო გარემოს

 

სადაზღვევო კომპანიის მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ: ეთანხმებით, რომ სს „ნიუ ვიჟენ დაზღვევა“ უფლებამოსილია, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, დასაქმების მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია სს „ნიუ ვიჟენ დაზღვევას“ მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; ანიჭებთ სს „ნიუ ვიჟენ დაზღვევას“ უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები*, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით**.

* გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;

პოზიცია ზარალების ადმინისტრირების ოფიცერი

დაქვემდებარება დაზღვევის ანაზღაურების უფროსი მენეჯერი

სამუშაო განაკვეთი სრული

** 1 (ერთი) წლის განმავლობაში, სადაზღვევო კომპანიაში თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენს შესახებ მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე,შემდეგ მისამართზე: Vacancy@nvi.ge .

გისურვებთ წარმატებას !


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 10/11/2020
ბოლო ვადა: 08/12/2020

მსგავსი ვაკანსიები: