YES Hackathon - Contain COVID-19/ახალგაზრდა მეწარმეების ონლაინ ჰაკათონი კორონავირუსის შესაკავებლად

ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა

YES Hackathon - Contain COVID-19

 

ახალგაზრდა მეწარმეების ონლაინ ჰაკათონი კორონავირუსის შესაკავებლად

 

გლობალური ეპიდემიის COVID-19 შესაკავებლად, მნიშვნელოვანია ინოვაციური ბიზნეს იდეების და გადაწყვეტილებების წახალისება.

 

ახალგაზრდული სამეწარმეო პოტენციალის მობილიზებისთვის, ფონდი კრისტალი, USAID YES Georgia-სა და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ მხარდაჭერით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან (NCDC) თანამშრომლობით, ორგანიზებას უკეთებს ონლაინ ჰაკათონს.

 

ჰაკათონის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეწარმეების მიერ ეფექტური ბიზნეს-იდეების გენერირებასა და მათ განხორციელებას. ამ ბიზნეს წამოწყებების დასაფინანსებლად კრისტალი გამოყოფს სასტარტო დაფინანების სპეციალურ ფონდს 50,000 ლარის მოცულობით.

 

ონლაინ ჰაკათონი YES Hackathon Contain COVID-19 ჩატარდება 28-29 მარტს, 48 საათის განმავლობაში.

 

ბიზნეს-იდეების წარდგენის ბოლო ვადაა 24 მარტი, 23:59 საათი.

 

შერჩეული გუნდები დასახელდება 26 მარტს 20:00 საათზე. ჰაკათონის განმავლობაში მონაწილეებს მენტორობას გაუწევენ გამოცდილი ექსპერტები. Pitching სესია გაიმართება კვირას, 29 მარტს 17:00 საათზე, რომლის შედეგად, გამოვლინდება გამარჯვებული იდეები/გუნდები.

 

ჰაკათონს ექსპერტული რჩევით უზრუნველყოფს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.

 

კონკურსის ძირითადი პირობები:

  • ● სასტარტო დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თითო პროექტზე შეადგენს 5,000 ლარს (შესაძლებელია ეს იყოს უფრო მსხვილი პროექტის საწყისი ეტაპის დაფინანსება);
  • ● იდეები შეიძლება მოიცავდეს შემდეგ სფეროებს:
    • სამედიცინო გადაწყვეტები;
    • საკვებისა და სასიცოცხლოდ აუცილებელი სხვა კომპონენტების წარმოების და/ან მიწოდების სრული ჯაჭვი;
    • სოციალური დისტანცირებისა და თვით-იზოლაციის ხელშემწყობი სერვისები და გადაწყვეტები;
    • ონლაინ სწავლების, კოლაბორაციისა და კომუნიკაციის და მათი ხელშემწყობი სერვისები;
    • სხვა პროექტი, რომელიც დაეხმარება COVID-19-ის შეკავებას.

 

მსგავსი იდეების შემთხვევაში, შესაძლებელია მოხდეს გუნდების ერთმანეთთან დაკავშირება.

 

ჰაკათონის მთელი პროცესი და Pitching სესია წარიმართება ონლაინ.

მონაწილეთა მინიმალური ასაკი შეადგენს 18 წელს. ბიზნეს-იდეის აღწერაში მკაფიოდ უნდა იყოს წარმოდგენილი პროექტის განხორციელების ეტაპზე COVID-19-ის პრევენციისთვის მოქმედი სავალდებულო წესების დაცვის გეგმა.

ბიზნეს-იდეების წარდგენა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 21/03/2020
ბოლო ვადა: 24/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: