წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის კვლევის სპეციალისტი

უფლებები საქართველო

ააიპ "უფლებები საქართველო" აცხადებს კონკურსს წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის კვლევის სპეციალისტის (COI researcher) პოზიციაზე, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობის (UNHCR) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში - "ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა დაცვა და გაძლიერება საქართველოში". ანაზღაურება - 1595.00 ლარი (დარიცხული ხელფასი) სამუშაოს დაწყების დრო: 1 სექტემბერი 2020 სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი პროექტის ხანგრძლივობა (2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, გაგრძელების პერსპექტივით) მოვალეობები: ** პროექტის ბენეფიციარების წარმოშობის ქვეყნების შესახებ ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა წყაროდან; ** ინფორმაციის თარგმნა ქართულ და ინგლისურ ენებზე; ** ინფორმაციის სრულყოფილი დამუშავება და ანალიზი, იმგვარად რომ დამუშავებული ინფორმაცია იყოს სანდო და გადამოწმებადი; ** შესაბამისი ანგარიშების/ანალიზის მომზადება; ** დამუშავებული ინფორმაციის მიწოდება იურისტებისა და კონსულტანტებისათვის; ** პროექტის და ორგანიზაციის მიზნებისათვის, სხვა შესაბამისი მოვალეობების შესრულება. ** წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის პორტალისათვის ინფორმაციების/კვლევების მომზადება და პორტალზე განთავსება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება სამართლის, პოლიტიკური ან ჰუმანიტარული მეცნიერების მიმართულებით; ** კვლევით პროექტებში ჩართულობის გამოცდილება; ** აკადემიური წერის გამოცდილება; ** ენების ცოდნა: ქართული ენა (C2), ინგლისური ენა (მინიმუმ C1), რუსული ენისა და დამატებით სხვა ენების ცოდნა განიხილება უპირატესობად; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა; ** წყაროს მითითების სტანდარტის სრულყოფილი ცოდნა და დაცვა. ​უნარ-ჩვევები: ** ანალიტიკური საქმიანობის უნარი ** სრულყოფილი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია ქართულად, ინგლისურად და რუსულად ** სამუშაოს შესრულების მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა ** გუნდური მუშაობა და მაღალი სამუშაო ეთიკა ** შემჭიდროებულ ვადებსა და დაძაბულ რეჟიმში სამუშაოს სრულყოფილად შესრულება კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ** დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა ** მესამე ეტაპზე გადასულ კანდიდატებისთვის წერითი დავალება ** მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატებისთვის გასაუბრება გამოცხადებულ პოზიციებზე მომართვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ CV, სამოტივაციო წერილი, კვლევა ან/და ანალიტიკური ნაშრომი, ინგლისური ენის (მოთხოვნილი დონის) ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან/და სამაგისტრო პროგრამის დიპლომი და ორი რეკომენდატორის მონაცემები ა/წ 14 აგვისტოს ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: vacancy@rights.ge; vladimermkervalishvili@gmail.com სავალდებულოა მეილის დასახელებაში მიეთითოს ის პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები განხილული არ იქნება.

159500 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 05/08/2020
ბოლო ვადა: 14/08/2020

მსგავსი ვაკანსიები: