წარმოების პროცესის ინჟინერი ქუთაისში

Atlantic Georgia

კომპანია „Atlantic Georgia“ აცხადებს ვაკანსიას წარმოების პროცესის ინჟინერის პოზიციაზე.

„Atlantic Georgia“, საერთაშორისო კომპანია „Group Atlantic“-ში შემავალი კომპანიაა, რომლის ქალაქ ქუთაისში მდებარე ქარხანა აწარმოებს წყლის გამაცხელებელ ავზებს.

 

კომპანია განიხილავს, როგორც ქუთაისში, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში მცხოვრები სპეციალისტების კანდიდატურებს, რომელთაც აქვთ მზაობა იმუშაონ ქუთაისში.

სამუშაო ადგილი - ქუთაისი

სამუშაოს განაკვეთი - სრული განაკვეთი

პოზიციის ტიპი - ინჟინერის პოზიცია

ანაზღაურება - კონკურენტუნარიანი ანაზღაურება

დამატებითი სარგებელი - დაზღვევა, კვება

მივლინებები - შესაძლო მივლინებები და კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებები საზღვარგარეთ

პროცესის ინჟინერის ძირითადი ამოცანებია - მანქანა-დანადგარების ეფექტურ ფუნქციონირებაზე და წარმოების პროცესის ოპტიმიზაციაზე ზრუნვა; სხვადასხვა სახის შეფერხებების და წუნის მიზეზების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის საინჟინრო გზების მოძიება; წარმოების სხვადასხვა მაჩვენებლების (წუნი, ჯართი, ნედლეულის დაზოგვა) კონტროლი. 

 

ძირითადი მოთხოვნები: 

  • საინჟინრო განათლება (ინდუსტრიული მიმართულებებით, როგორებიცაა მანქანათმშენებლობა, მექანიკური ინჟინერია და ა.შ.)
  • საწარმოო გარემოს და წარმოების პროცესის მიმართ ინტერესი 
  • ინდუსტრიულ სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • ტექნიკური ინგლისურის ცოდნა

 

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე vacancy@thestream.ge არაუგვიანეს 2020 წლის 15 სექტემბრისა.

 

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

 

შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (www.thestream.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

 


სრული განაკვეთი
ქუთაისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 30/08/2020
ბოლო ვადა: 15/09/2020

მსგავსი ვაკანსიები: