წარმოების ოპერატორი ბათუმში

აგროჰაბი

კომპანია აგროჰაბი აცხადებს ვაკანსიას წარმოების  ოპერატორის პოზიციაზე ბათუმში .  

„აგროჰაბი“ არის, საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას. ამისთვის კომპანიას გააჩნია საკუთარი ფერმები, რძის პროდუქტების ქარხანა და ათამდე დასახელების სხვადასხვა სახის წარმოება.  

ძირითადი მოვალეობები:

  • ყოველდღიურად მოახდინოს წარმოებაში მიღებული ნედლეულის პროგრამული აღრიცხვა საქონლის კატეგორიის დასახელების, შტრიხკოდის, ერთეულის, ფასის და მიღების საწყობების მიხედვით;
  • შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე მოახდინოს სავაჭრო დარბაზიდან უკან დაბრუნებების და საკვებად უვარგისი მზა პროდუქციის/ ნედლეულის ჩამოწერის პროცესების პროგრამული ასახვა.
  • მკაცრად გააკონტროლოს ამ ფუნქციების შესრულებესთან დაკავშირებული პირველადი დოკუმენტაციის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასა და ფინანსური დეპარტამენტის მიერ დადგენილი აღრიცხვიანობის მოთხოვნებთან და შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართოს წარმოების ბუღალტერს;
  • დროულად და სწორად ასახოს საწყობებიდან ორგანიზაციის სტრუქტურულ ერთეულებში საქონლის გადაადგილების ნებისმიერი მოძრაობა, მისთვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
  • შემოსავლების სამსახურის ვებ-პორტალზე შესაბამისი სამუშაოების შესრულება, კერძოდ ზედნადებების ატვირთვა, კორექტირება, ზუსტი ინფორმაციის შეტანა;  

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება,სასურველია  ფინანსების მიმართულებით; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • სასურველია აპექსში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების  ცოდნა;  

პიროვნული მახასიათებლები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
  • მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.  

სამუშაო გრაფიკი: სრული

ვაკანსიის ადგილმდებარეობა:

  • ბათუმი, ბაგრატიონის 121   

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე vacancy@agrohub.ge  ან hr@agrohub.ge .  გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!


სრული განაკვეთი
ბათუმი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 09/03/2020
ბოლო ვადა: 15/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: